ბიზნესის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში

თუ საქართველოში ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, ჩვენ დაგეხმარებით ბიზნესის რეგისტრაციაში, საკანონმდებლო შეღავათებით სარგებლობასა და საგადასახადო რისკების თავიდან აცილებაში. ბიზნესის დაწყება შესაძლებელია იურიდიული პირის დაფუძნების ან ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის გზით, გააჩნია, რომელი უფრო ხელსაყრელია თქვენს სიტუაციაში. ჩვენი რჩევაა, ბიზნესის რეგისტრაციამდე ჩვენთან გაიაროთ საგადასახადო კონსულტაცია, რისი მიზანიცაა სწორი საგადასახადო დაგეგმვა და ყველაზე ეფექტური ბიზნეს სტრუქტურის შერჩევა.

საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ბიზნესის რეგისტრაციის გარდა, ჩვენ დაგეხმარებით ბიზნეს და პირადი საბანკო ანგარიშის გახსნაში, რაც ზოგჯერ საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუ საბანკო ანგარიშის გახსნა ხდება უცხოეთის მოქალაქის ან მისი ქართული კომპანიის მიერ მინდობილობის საფუძველზე. ამიტომ, ბანკებთან კომუნიკაციის სწორად წარმართვისთვის, ხშირად მნიშვნელოვანია პროფესიონალის მხარდაჭერა.

შპს-ს რეგისტრაცია საქართველოში

საქართველოში „შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება“ იურიდიული პირის ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი ფორმაა. მისი რეგისტრაციისთვის საჭიროა დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების ოქმის შედგენა ან საჯარო რეესტრში შევსება, იურიდიული მისამართი, მცირე დამატებითი პროცედურა და კომპანიის რეგისტრაცია ხდებაერთ დღეში (ან იმავე დღესვე). თუ რამდენიმე ადამიანი აფუძნებთ შპს-ს, მნიშვნელოვანია, რომ სადამფუძნებლოკრების ოქმში დამფუძნებლებსშორის მიღწეული პარტნიორობის შეთანხმება სწორად იქნას გაწერილი.

საგადასახადო დაგეგმვა/კონსულტაცია ბიზნესის რეგისტრაციამდე

ბიზნესის რეგისტრაციამდე მნიშვნელოვანი ეტაპია საგადასახადო დაგეგმვა. ამიტომ, კომპანიის დაფუძნებამდე დეტალური საგადასახადო კონსულტაციის მიღებას გირჩევთ, რათა წარმოდგენა შეგექმნათ შესაძლო საგადასახადო რისკებზე და ბიზნესის რეგისტრაციამდე სწორად განსაზღვროთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს-სტრუქტურა, გაიგოთ თქვენი ბიზნესის საგადასახადო შეღავათების შესახებ. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე სახის საგადასახადო შეღავათზე.

საგადასახადო შეღავათები საქართველოში

საქართველო საგადასახადო კანონმდებლობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია დაწესებული გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორიისთვის. მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა „ვირტუალური ზონის პირის“ ან „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის მიღება. მეწარმე ფიზიკურ პირებს კი საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მაშინ შეუძლიათ, თუ „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მისაღებად ყველა საჭირო წინაპირობას დააკმაყოფილებენ.

 ვირტუალურო ზონის პირის რეგისტრაცია

„ვირტუალური ზონის პირის“ სტატუსის მქონე IT კომპანიებს უფლება აქვთ, ისარგებლონ 0%-იანი მოგების გადასახადის განაკვეთით, თუ რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას დააკმაყოფილებენ და შესაბამის სტატუსს მიიღებენ. 0%-იანი საგადასახადო განაკვეთით სარგებლობისთვის, ვირტულური ზონის საწარმო საქართველოდან უცხოეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას უნდა ახორციელებდეს და მას საქართველოში საკმარისი ეკონომიკური შინაარსი (დაქირავებული პირები, ოფისი და ა.შ.) უნდა გააჩნდეს (ეს უკანასკნელი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ბოლოს პერიოდში გაჟღერებული მოთხოვნაა).

მეტი დეტალის გასაგებად საგადასახადო კონსულტაციისთვის 
მოგვწერეთ.

„საერთაშორისო კომპანიის“ რეგისტრაცია

„საერთაშორისო კომპანია“ წარმოადგენს ასევე საგადასახადო სტატუსს,რომელიც IT და სანაოსნო კომპანიებისთვისაა გამიზნული. „საერთაშორისო კომპანია“ შესაბამისი, ნებადართული ბიზნეს-საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში (ასეთი საქმიანობების ჩამონათვალი კანონმდებლობითაა განსაზღვრული) შემდეგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს:

  • 5%-იანი მოგების გადასახადი,
  • 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი გაცემულ ხელფასებზე ,
  • 0%-იანი ქონების გადასახადი ნებადართულ საქმიანობაში გამოყენებულ აქტივებზე,
  • გაცემულ დივიდენდზე წყაროსთან დასაკავებელი 0%-იანი გადასახადი.

„მცირე ბიზნესის“ სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი

„მცირე ბიზნესის“ სტატუსით სარგებლობა გულისხმობს 1%-იანი გადასახადით დაბეგვრას, ნაცვლად 20%-ისა. ამისთვის კი აუცილებლადდასაკმაყოფილებელია შემდეგი პირობები:

  • არც ერთი თქვენი ბიზნეს საქმიანობა არ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. „მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას (ასეთი საქმიანობების ჩამონათვალი, კანონშია მოცემული);“
  • თქვენი ბიზნეს საქმიანობა უნდა მიეკუთვნებოდეს ისეთ ბიზნეს აქტივობას, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს გადასახადის 1%-იანი განაკვეთი;
  • არ უნდა არსებობდეს საფუძვლები იმისა, რომ თქვენს მიერ გაწეული მომსახურება საგადასახადო ორგანომ დააკვალიფიციროს, როგორც დაქირავებით მუშაობა (ამ შემთხვევაში 20%-იანი განაკვეთი გავრცელდება);
  • თქვენი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს (ორი თანმიმდევრული კალენდარული წლის განმავლობაში).
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაესაუბრეთ ექსპერტს

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია თიფი სოლუშენისგან

image

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

მოითხოვე კონსულტაცია

მოგვწერეთ თქვენი კითხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ


    პუბლიკაციები

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის წესი – Tpsolution

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის ახალი მიდგომა ამოქმედდა. რამდენად მართლზომიერია ასეთი საწარმოებისთვის წარსულ პერიოდზე გადასახადის დაკისრება? ვირტუალური ზონის საწარმოების დაბეგვრასთან დაკავშირებით...

    წინასწარი გადაწყვეტილება (შეთანხმება) „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხეზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე

    2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ (იგივე „ტრანსფერ...

    2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

    როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილება შეეხო ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის...

    საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

      შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობების დღგ-ით დაბეგვრასაც, რასაც...

    „მომსახურების გაწევის ადგილი“ დღგ-ის მიზნებისთვის ახალი წესებით განისაზღვრება. ამოქმედდა ე.წ. ბი თუ ბი (B2B) ბი თუ სი (B2C) პრინციპები

      2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი, მასშტაბური ცვლილებები შევიდა ძალაში. მათ შორის, დღგ-ის ახალი წესების შესაბამისად, განსახვევბულად...

    როგორ იმოქმედებს დღგ-ის კარის ცვლილება არარეზიდენტების დაბეგვრაზე?

      როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2021 წლის დასაწყისიდან საგადასახდო კოდექსის სრულიად განახლებული დღგ-ის კარი შევა ძალაში. დღგ-ის ახალი რეგულაციები არარეზიდენტ...

    2021 წლიდან გარკვეულ შემთხვევებში დღგ-ისგან გათავისუფლდება ძირითადი საშუალებების მიწოდება

      შესავალი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსში დღგ-ის ნაწილი მნიშვნელოვნად იცვლება. დღგ-ის კარის ახალი რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ყვითლად...

    დროებითი შემოტანის რეჟიმი დღგ-ით აღარ დაიბეგრება

      შენიშვნა: მოცემული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნდა BMG- ზე. 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო...

    დაუსრულებელი ბინების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი 2021 წლიდან კოდექსით დარეგულირდება და განსხვავებულად დაიბეგრება

      შენიშვნა: აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად  BMG-ზე გამოქვეყნდა. შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი და მასშტაბური...