Skip to content

TPSolution

საბუღალტრო მომსახურება და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა

ჩვენ გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენის და მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება/წარდგენის სერვისს.

საბუღალტრო მომსახურება

საბუღალტრო/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებისა და საგადასახადო კონსულტაციის აგრეგირებულ სერვისს. კერძოდ, ჩვენი ბუღალტერი აწარმოებს თქვენი კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვას, ჩვენივე საგადასახადო კონსულტანტის მხარდაჭერით.

რაც იმას ნიშნავს, რომ გაურკვეველი საგადასახადო საკითხის არსებობის შემთხვევაში, ჩვენს ბუღალტერს არ მოუწევს საკითხის გადაწყვეტაზე თავად ფიქრი. მას შეეძლება მიმართოს ჩვენივე კომპანიის საგადასადო კონსულტანტს, რომელიც თავის მხრივ, ყველა საგადასახადო კითხვაზე გასცემს შესაბამის პასუხს და ყოველთვიურად გადაამოწმებს ბუღალტრის მიერ მომზადებულ საგადასახადო დეკლარაციებს. ასევე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თქვენი კომპანიისთვის შევარჩიოთ, გამოცდილი ბუღალტერი, რომელსაც ბიზნესის იმ დარგში აქვს მიღებული ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება, რომელშიცთქვენი კომპანია მოღვაწეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გთავაზობთ ბუღალტრული მომსახურების მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციის კომბინირებულ სერვისს.

sabugaltro momsaxureba finansuri angarishgeba

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

საბუღალტრო მომსახურება, რომელსაც „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ, ბუღალტერიის წარმოებასთან ერთად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას ითვალისწინებს.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ უაღრესად გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ აღნიშნულ მიმართულებაში. ეს ჩვენთვის იმის საფუძველია, რომ დარწმუნებული იყოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისის მაღალ ხარისხში.