წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოში

საგადასახადო დავის პროცესი საქართველოში

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმებით, (ან კონტროლის სხვა პროცედურებით) შესაძლოა, თქვენ ან თქვენს კომპანიას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დასანქცია/საურავი დაგეკისროთ. ამ შემთხვევაში სამი სავარაუდო არჩევანი გაქვთ: დათანხმდეთ და აღიაროთ საგადასახადო ვალდებულებები, ან გაუშვათ დასაჩივრების ვადა; მოითხოვოთ საგადასახადო შეთანხმება (პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმა/საურავის თანხებზე და არა-გადასახადის ძირითად თანხაზე);

გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან/და სასამართლოში კანონით დადგენილი ფორმით (რეკომენდებულია. ასევე, ეს გზა არ გამორიცხავს წინა ორი ალტერნატივის მომავალში არჩევასაც).

საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ორი ინსტანციაა გასავლელი, თუმცა პრაქტიკულად, შესაძლებელია, ხუთი და მეტი დავის განხილვა გაიმართოს ამავე სისტემაში. კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების დროს, პირველი ინსტანცია განიხილავს ამ საჩივარს და გამოსცემს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ამავდროულად არ არის გადაწყვეტილების აღსრულების ინსტრუმენტი, არამედ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (ანუ შემმოწმებელი) გამოსცემს დასკვნას, სადაც აღნიშნულია რამდენად გაითვალისწინეს დავების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილები. დასკვნის საფუძველზე კი გადასახადის გადამხდელის გადასახადის აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული გადასახადების/სანქციების შესაბამისი გადაანგარიშება ხდება.

დავის განმხილველი ორგანოს ინტერპრეტირებადი გადაწყვეტილება და მისი სუბიექტური შეფასება

ზოგ შემთხვევაში, დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას აუდიტის დეპარტამენტი სრულად არ ითვალისწინებს განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას ტოვებს.

ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, პარალელურად გაასაჩივროს დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა. შესაბამისად, პროცესი ორმაგდება და ორი ინსტანცია შესაძლოა გახდეს ოთხი.ხშირია შემთხვევები, მეორე ინსტანცია პირველ ინსტანციას უბრუნებს გადაწყვეტილებას ხელახლა განსახილველად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავის პროცესი (ინსტანციების ათვლა) თავიდან იწყება.

სახადასახადო დავის პირველი ინსტანცია

დავის პირველი ინსტანცია არის შემოსავლების სამსახური, სადაც გასაჩივრების ვადა არის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

საგადასახადო დავის მეორე ინსტანცია

საგადასახადო დავის მეორე ინსტანცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სადაც გასაჩივრების ვადა არის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღე.

საგადასახადო დავის მესამე ინსტანცია არის სასამართლო

საგადასახადო დავის მესამე ინსტანციას წარმოადგენს სასამართლო, რომელიც თავის მხრივ სამ ინსტანციად იყოფა: საქალაქო (რაიონული), სააპელაციო და უზენაესი. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა ასეთი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღეა.

წარმომადგენლობა საგადასახადო დავის პროცესში

საბუღალტრო საკონსულტაციო კომპმანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო დავების პროცესში, რაც გულისხმობს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, საჩივრ(ებ)ის მომზადებას, დავების განხილვისთვის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას თქვენი კომპანიის სახელით და თქვენი კომპანიის პოზიციის დაცვას.

რატომ ჩვენ? საგადასახადო დავის პროცესში გამოცდილი პროფესიონალი

საგადასახადო დავის ნაწილში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში ჩვენ დაგვეხმარება დავის პროცესში მაგიდის ორივე მხრიდან მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებული პრაქტიკების ზედმიწევნით ცოდნასთან ერთად გვიადვილებს სადავო საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასებას და ამ ყველაფრის თქვენი და თქვენი კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებას.

საგადასახადო შეთანხმება

შესაძლოა, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ დარიცხვას იმდენად მყარი მტკიცებულებები და საკანონმდებლო საფუძველი გააჩნდეს, რომ საგადასახადო დავის წარმოება დროის და რესურსების ფუჭი კარგვაც კი იყოს (თუმცა, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება ასე). ასეთ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდეს.

საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელი აღიარებს საგადასახადო ვალდებულებას და მისი ნაწილის გადახდისათვის მზადყოფნას გამოთქვამს იმის სანაცვლოდ, რომ ნაწილი მასზე დარიცხული გადასახადების/სანქციებისა ნაპატიები იქნება სახელმწიფოს მიერ. საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაც გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და კვალიფიცური პროფესიონალების დახმარება თქვენთვის სანქციების (ნაწილის) პატიების შანს გაზრდის.

ჩვენ გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო შეთანხმების მთლიან პროცესში. მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით აქ.

საგადასახადო შემოწმების პროცესი

თუ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმების დაწყების თაობაზე შეტყობინება გამოგიგზავნათ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ასეთი შემოწმება შეტყობინების გამოგზავნიდან დაახლოებით 10-30 დღის შუალედში ჩატარდება. ეს დრო შეგიძლიათ საგადასახადო პროფესიონალთან დასაკავშირებლად გამოიყენოთ, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში თქვენი წარმომადგენელი იქნება.

წარმომადგენლობა საგადასახადო შემოწმებისას

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში, საგადასახადო ორგანოსთან თქვენი კომპანიის სახელით კომუნიკაციას ახორციელებდეს პირი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებული მიდგომების სიღრმისეული ცოდნა გააჩნია. ასეთი პროფესიონალი შეგიმცირებთ შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის რისკებს და დაიცავს თქვენს პოზიციას.
საგადასახადო შემოწმების პროცესში სწორი კომუნიკაცია უაღრესად მნიშვნელოვანია და საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დიდი ზეგავლენა აქვს.

წინასწარი გადაწყვეტილება საქართველოში

წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვება, შესაძლოა, იმისთვის გახდეს საჭირო, რომ მრავალმხრივ ინტერპრეტირებადისაგადასახადო საკითხის არსებობის შემთხვევაში, თავიდან იქნას აცილებული კანონის საგადასახადო ორგანოსგან განსხვავებული ინტერპრეტაცია, რასაც მოჰყვებოდა გადასახადის დარიცხვა და სანქციები. კერძოდ, შესაძლოა დადგეს შემთხვევა, როცა გადასახადის გადამხდელი არ არის დარწმუნებული, კონკრეტული ტიპის ბიზნეს-ტრანზაქციაზე რა ოდენობის გადასახდი გადაიხადოს, ან საერთოდ გადაიხადოს თუ არა, რადგან საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, გაურკვეველი და მრავალმხრივ ინტერპრეტირებადია.

ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელმა, თუ მას მიაჩნია რომ მოცემულ ტრანზაქციაზე გადასახადი არ უნდა გადაიხადოს, შესაძლოა აიღოს რისკი თავის თავზე და ისე მოიქცეს, როგოც მას მიაჩნია სწორად, ან გადაიხადოს მაქსიმალური გადასახადი იმისთვის, რომ საგადასახადო რისკი განულდეს, ან საკითხი განიხილოს შემოსავლების სამსახურთან წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში და მათგან მიიღოს ოფიციალური პასუხი, რომელსაც კანონის ძალა გააჩნია და რომლითაც ის მომავალში იხელმძღვანელებს. მრავალმხრივად ინტერპრეტირებადი საგადასახადო საკითხების გადაწყვეტის ერთ-ერთი საუკეთესო გზა წინასწარი შეთანხმებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრანზაქციის მოცულობა დიდია.

წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვების პროცესში

წინასწარი გადაწყვეტილების პროცესი არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის მარტივად კითხვის დასმას და შემდეგ მარტივად პასუხის მიღებას. წინასწარი გადაწყვეტილების განაცხადში განმცხადებელი ფაქტობრივ გარემოებებთან და კითხვებთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს თავის დასაბუთებულ პოზიციასაც. მოგვიანებით იმართება შეხვედრა, სადაც შემოსავლების სამსახურისა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის დისკუსიის შედეგად, შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას იღებს (ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ).

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ყველა ფაქტი ზედმიწევნით ზუსტად და სწორად იყოს წარმოდგენილი წინასწარ გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მყარი არგუმენტებით დასაბუთდეს გადასახადის გადამხდელის პოზიცია კონკრეტული ტიპის ოპერაციის დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვების პროცესში თქვენი ინტერესები მაღალკვალიფიციურმა, გამოცდილმა საგადასახადო კონსულტანტმა დაიცვას.

წარმომადგენლობა წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვების პროცესში

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჯერ თავად გავაანალიზებთ კონკრეტულ ბიზნეს ტრანზაქციას, შემდეგ ჩამოვაყალიბებთ და წარვადგენთ წინასწარი გადაწყვეტილების განაცხადს და დავიცავთ თქვენი/თქვენი კომპანიის პოზიციას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაესაუბრეთ ექსპერტს

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია თიფი სოლუშენისგან

image

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

მოითხოვე კონსულტაცია

მოგვწერეთ თქვენი კითხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ


    პუბლიკაციები

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის წესი – Tpsolution

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის ახალი მიდგომა ამოქმედდა. რამდენად მართლზომიერია ასეთი საწარმოებისთვის წარსულ პერიოდზე გადასახადის დაკისრება? ვირტუალური ზონის საწარმოების დაბეგვრასთან დაკავშირებით...

    წინასწარი გადაწყვეტილება (შეთანხმება) „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხეზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე

    2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ (იგივე „ტრანსფერ...

    2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

    როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილება შეეხო ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის...

    საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

      შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობების დღგ-ით დაბეგვრასაც, რასაც...

    „მომსახურების გაწევის ადგილი“ დღგ-ის მიზნებისთვის ახალი წესებით განისაზღვრება. ამოქმედდა ე.წ. ბი თუ ბი (B2B) ბი თუ სი (B2C) პრინციპები

      2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი, მასშტაბური ცვლილებები შევიდა ძალაში. მათ შორის, დღგ-ის ახალი წესების შესაბამისად, განსახვევბულად...

    როგორ იმოქმედებს დღგ-ის კარის ცვლილება არარეზიდენტების დაბეგვრაზე?

      როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2021 წლის დასაწყისიდან საგადასახდო კოდექსის სრულიად განახლებული დღგ-ის კარი შევა ძალაში. დღგ-ის ახალი რეგულაციები არარეზიდენტ...

    2021 წლიდან გარკვეულ შემთხვევებში დღგ-ისგან გათავისუფლდება ძირითადი საშუალებების მიწოდება

      შესავალი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსში დღგ-ის ნაწილი მნიშვნელოვნად იცვლება. დღგ-ის კარის ახალი რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ყვითლად...

    დროებითი შემოტანის რეჟიმი დღგ-ით აღარ დაიბეგრება

      შენიშვნა: მოცემული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნდა BMG- ზე. 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო...

    დაუსრულებელი ბინების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი 2021 წლიდან კოდექსით დარეგულირდება და განსხვავებულად დაიბეგრება

      შენიშვნა: აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად  BMG-ზე გამოქვეყნდა. შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი და მასშტაბური...