საგადასახადო კონსულტაცია და საგადასახდო აუდიტი

საგადასახადო კონსულტაცია

კომაპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ საგადასახადო კონსულტაციის სერვისს,კერძოდ, საგადასახადო კონსულტაციას ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილში, ასევე, „ტრანსფერ ფრაისინგთან“ და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიმდინარე (ყოველთვიური) ან/და ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაციის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

მიმდინარე საგადასახადო კონსულტაცია

მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციის ფარგლებში, თქვენი კომპანიის ბუღალტერს, ფინანსურ მენეჯერს, დირექტორს ან/და სხვა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მოითხოვოს წერილობითი ან/და ზეპირი კონსულტაცია ჩვენი საგადასახადო კონსულტანტისგან. მიმდინარე საგადასახადო კონსულტაცია წარმოადგენს რეგულარულ მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას (კლიენტს) ყოველი ახალი შეკითხვის დასასმელად საგადასახადო კონსულტანტთან (ჩვენთან) წინასწარ შეთანხმება არ სსჭირდება. როგორც წესი, მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციის მომსახურებაზე ფორმდება ხელშეკრულება, ყოველთვიურად გადასახდელი მომსახურების ფიქსირებული ღირებულების ან საათობრივი ანაზღაურების მითითებით, რომლის გადახდაც ასევე ყოველთვიურად ხდება.

მაგალითად, თუ საბუღალტრო გატარებების წარმოების დროს ბუღალტერი ვერ გაერკვა კონკრეტული ოპერაციის დაბეგვრის საკითხში, ის ურეკავს ან ელექტრონული ფოსტით უკავშირდება ჩვენს საგადასახადო კონსულტანტს და სთხოვს განმარტებას კონკრეტულ საკითხზე. ამისთვის მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება არ არის აუცილებელი. ასეთი განმარტება/მოსაზრება შესაძლებელია ჩვენი კონსულტანტის მიერ მიწოდებული იქნას ზეპირად ან წერილობით.

ზეპირსიტყვიერი საგადასახადო კონსულტაცია

ზეპირსიტყვიერი საგადასახადო კონსულტაციის მიღება რეკომენდებულია მაშინ, როცა განსახილავი საკითხი შედარებით მარტივია და საგადასახადო კონსულტანტის მხრიდან კონკრეტული, მოკლე პასუხის გაცემას ან საკითხზე ბუღალტრის (ან სხვა დაინტერესებული პირის) აზრის უბრალოდ დადასტურებას/დაზუსტებას საჭიროებს. ასეთ, შედარებით მარტივ საკითხებზე, პასუხი როგორც წესი, არ საჭიროებს ხელახლა განხილვებს, ამიტომ ზეპირსიტყვიერი კონსულტაციის მიღება უფრო სწრაფი და ეფექტურია და ზოგავს თქვენს დროსა და ხარჯებს.
ჩვენი კომპანიისგან ზეპირსიტყვიერი საგადასახადო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

წერილობითი საგადასახადო კონსულტაცია

წერილობითი საგადასახადო კონსულტაციის მიღება რეკომენდებულია, როცა განსახილველია კომპლექსური საგადასახადო საკითხი, რომლის სრულფასოვან ანალიზსაც სჭირდება რამდენიმე საკანონმდებლო ნორმის განხილვა, პრაქტიკის მოძიება და ასე შემდეგ. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი საკითხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განხილვის შემთხვევაში დიდია რისკი იმისა, რომ ინფორმაცია არასწორად, ან საერთოდ ვერ იქნება გაგებულიდაინტერესებული პირის მიერ. კომპლექსური საკითხის წერილობითი ფორმით განხილვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კომპანიის წარმომადგენელს საშუალება აქვს რამდენჯერმე წაიკითხოს საგადასახადო კონსულტანტის წერილობითი მოსაზრება, ამ მოსაზრებაში მითითებული ან ციტირებული საკანონმდებლო ნორმები დამოითხოვოს იმ საკითხების დაზუსტება, რომლებიც მისთვის ბოლომდე გასაგები არ არის.

გარდა ამისა, საგადასახადო კონსულტაციის წერილობითი ფორმა საგადასახადო კონსულტანტს უადვილებს, რომელიმე რთული/კომპლექსური საგადასახადო საკითხის უფრო მარტივად და გასაგებად ახსნას კომპანიის წარმოამადგენლობისთვის. მეორე მხრივ, წერილობითი საგადასახადო კონსულტაცია მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს, ვიდრე ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია. კომპანია „თიფი სოლუშენი“ წერილობით საგადასახადო კონსულტაციას გთავაზობთ ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე.

ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაცია

ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაციის მიღება რეკომენდებულია, თუ კომპანიას ხშირად არ აქვს განსახილველი საგადასახადო საკითხები. ასეთ შემთხვევებში, ბიზნესს, როგორც წესი, არ სჭირდება მიმდინარე კონსულტაციის სერვისი და მუდმივი ჩართულობა საგადასახადო კონსულტანტის მხრიდან. თუ ყოველთვიური საგადასახადო კონსულტაციის საჭიროება არ არის, მხარეები თანხმდებიან კონკრეტული საკითხის (მაგალითად, ერთი რომელიმე ტრანზაქციის საგადასახადო შედეგების ანალიზი) მიხედვით გაცემული კონსულტაციის ფასზე. ისე რომ კლიენტი ყოველთვიურად მომსახურების ღირებულებას არ იხდის.

ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაცია, როგორც წესი, აუცილებელია კომპლექსურ საგადასახადო საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ასეთი კონსულტაცია წერილობითი ფორმით გაიცემა, თუმცა ზეპირზეპირი საგადასახადო კონსულტაციაც შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს.

რატომ საგადასახადო კონსულტაცია?

საგადასახადო კონსულტაცია საგრძნობლად ამცირებს იმის რისკებს,, რომ არასწორად განსაზღვროთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები, რასაც შესაძლოა მომავალში სანქციების დაკისრება მოჰყვეს. ზოგადად, ეფექტურ შედეგებს იძლევა მიდგომა, რომლის დროსაც კონკრეტული საკითხები წყდება ამ დარგში სპეციალიზებული პროფესიონალის მიერ. ამიტომ, როგორც წესი, სასარგებლო და ეფექტურია, როცა კომპანიის ბუღალტერი და ფინანსური მენეჯერი საგადასახადო საკითხებს წყვეტენ საგადასახადო საკითხებში სპეციალიზებულ პროფესიონალთან ერთად და არა – დამოუკიდებლად. ეს მათ პასუხისმგებლობასაც ამცირებს და შეცდომის დაშვების რისკებსაც.

საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმება

შეთანხმების შემთხვევაში, საგადახადო კონსულტაციის მომსახურებამ შესაძლოა მოიცვას ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება საგადასახადო აუდიტორის/კონსულტანტის მიერ. ასეთი მომსახურების გაწევა მოხდება საგადასახადო აუდიტორის/კონსულტანტის კომპანიაში პერიოდული ვიზიტით (მაგალითად, თვეში ერთხელ), რომლის დროსაც გადამოწმდება ბუღალტრის მიერ უკვე შევსებული დეკლარაციების სისწორე, ისე, რომუკვე შემოწმებული დეკლარაციები გადაიგზავნოს.

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტის მიზანი იგივეა, რაც საგადასახადო კონსულტაციის. განსხვავება ისაა, რომ საგადასახადო აუდიტი ემსახურება წარსულ პერიოდებში დაშვებული სავარაუდო შეცდომების გამოვლენას და გამოსწორებას, ხოლო მიმდინარე და ერთჯერადი საგადასახადო კონსულტაციის მიზანია, კონკრეტული შემთხვევები გააანალიზოს მიმდინარე დროში და თავიდან აიცილოს შეცდომები.

შესაძლოა, საგადასახადო აუდიტი საჭირო და სარგებლის მომტანი იყოს იმ დროსაც, თუ კომპანია სარგებლობდა/სარგებლობს მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციის სერვისით, რადგან მიმდინარე კონსულტაციის დროს საგადასახადო კონსულტანტი ხშირად ეყრდნობა ბუღალტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს. საგადასახადო აუდიტის პროცესში კი საგადასახადო აუდიტორი, გარდა ბუღალტრისგან მოწოდებული ინფორმაციისა, თავად იძიებს და ამოწმებს ინფორმაციას.. გარდა ამისა, საგადასახადო აუდიტი არ არის დროში გაწელილი პროცესი, ის ერთჯერად მომსახურებას წარმოადგენს დაწარსული მონაცემების შეჯამებას ითვალისწინებს.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაესაუბრეთ ექსპერტს

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია თიფი სოლუშენისგან

image

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

მოითხოვე კონსულტაცია

მოგვწერეთ თქვენი კითხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ


    პუბლიკაციები

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის წესი – Tpsolution

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის ახალი მიდგომა ამოქმედდა. რამდენად მართლზომიერია ასეთი საწარმოებისთვის წარსულ პერიოდზე გადასახადის დაკისრება? ვირტუალური ზონის საწარმოების დაბეგვრასთან დაკავშირებით...

    წინასწარი გადაწყვეტილება (შეთანხმება) „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხეზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე

    2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ (იგივე „ტრანსფერ...

    2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

    როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილება შეეხო ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის...

    საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

      შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობების დღგ-ით დაბეგვრასაც, რასაც...

    „მომსახურების გაწევის ადგილი“ დღგ-ის მიზნებისთვის ახალი წესებით განისაზღვრება. ამოქმედდა ე.წ. ბი თუ ბი (B2B) ბი თუ სი (B2C) პრინციპები

      2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი, მასშტაბური ცვლილებები შევიდა ძალაში. მათ შორის, დღგ-ის ახალი წესების შესაბამისად, განსახვევბულად...

    როგორ იმოქმედებს დღგ-ის კარის ცვლილება არარეზიდენტების დაბეგვრაზე?

      როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2021 წლის დასაწყისიდან საგადასახდო კოდექსის სრულიად განახლებული დღგ-ის კარი შევა ძალაში. დღგ-ის ახალი რეგულაციები არარეზიდენტ...

    2021 წლიდან გარკვეულ შემთხვევებში დღგ-ისგან გათავისუფლდება ძირითადი საშუალებების მიწოდება

      შესავალი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსში დღგ-ის ნაწილი მნიშვნელოვნად იცვლება. დღგ-ის კარის ახალი რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ყვითლად...

    დროებითი შემოტანის რეჟიმი დღგ-ით აღარ დაიბეგრება

      შენიშვნა: მოცემული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნდა BMG- ზე. 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსი 2021 წლის იანვრიდან საგადასახადო...

    დაუსრულებელი ბინების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი 2021 წლიდან კოდექსით დარეგულირდება და განსხვავებულად დაიბეგრება

      შენიშვნა: აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად  BMG-ზე გამოქვეყნდა. შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი და მასშტაბური...