აუდიტორული, ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება საქართველოში

სერვისები

ბუღალტრული და საკონსულტაციო სერვისები თიფი სოლუშენისგან

კომპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ საქართველოში (ასევე საზღვარგარეთ) როგორც კომპანიის, ასევე ფიზიკური პირის რეგისტრაციის სერვისს, მინდობილობის საფუძველზე ან პირადად. ბიზნეს-რეგისტრაციის სერვისის ფარგლებში ჩვენ დაგეხმარებით ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, თქვენს ბიზნესს უზრუნველყოფთ იურიდიული მისამართით, ასევე, ვიქნებით საკონტაქტო პირები შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში. ჩვენ ასევე გთავაზობთ მხარდაჭერას ბანკში პირადი ან ბიზნეს ანგარიშის გახსნაში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 56 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ ამ ხელშეკრულებებით და შესაბამის შემთხვევებში გადაიხადოთ ნაკლები გადასახადი. თუმცა ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით სარგებლობა შესაძლოა შეცდომით, კანონთან შეუსაბამოდ მოხდეს, რაც საგადასახადო რისკებსა და სანქციებს გამოიწვევს. ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად სწორად გაქვთ გამოყენებული ასეთი ხელშეკრულებები, შეგიფასებთ რისკებს და ასეთი ხელშეკრულებებიდან სავარაუდოდ მისაღებ სარგებელს.

ჩვენი გუნდი კვალიფიცირებულია ქართულ და საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში. საგადასახადო სერვისები ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიმართულებაა. ჩვენ გთავაზობთ ერთჯერადი ან/და ყოველთვიური საგადასახადო კონსულტაციის სერვისს, საგადასახადო დაგეგმვას და საგადასახადო აუდიტს. ჩვენ გავცემთ ზეპირ ან/და წერილობით საგადასახადო კონსულტაციას, ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში, საგადასახადო ორგანოსთან თქვენი კომპანიის სახელით კომუნიკაციას ახორციელებდეს პირი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურის მიდგომების სიღრმისეული ცოდნა გააჩნია. ჩვენ ასეთ სერვისს გთავაზობთ. ჩვენი მხარდაჭერა შეგიმცირებთ შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის რისკებს და თუ შემოსავლების სამსახურმა უკვე დაგაკისრათ დამატებითი გადასახადები და სანქციები, ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დავის პროცესში წარმომადგენლობას, რაც გულისხმობს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, საჩივრის მომზადებასა და თქვენი პოზიციის დაცვას დავის პროცესში.

კომპანია „თიფი სოლუშენი“ იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ სპეციალიზებული ვართ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებაში. „ტრანსფერ ფრაისინგი“ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადებას, უცხოური კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის გადახედვას (review), დახმარებას „ტრანსფერ ფრაისინგის“ პოლიტიკის შემუშავებაში და კონსულტაციებს მოცემულ თემებთან დაკავშირებით.

„თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას და ყოველთვიური/წლიური დეკლარაციების წარდგენას შესაბამის საგადასახადო კონსულტაციასთან ერთად. ბუღალტრისა და საგადასახადო კონსულტანტის საქმიანობის სინერგია მაღალეფექტურია, რადგან ასეთ დროს პროექტის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს ამ მიმართულებაში სპეციალიზებული ბუღალტერი, ხოლო მის სამართლებრივ მხარდაჭერას ახორციელებს საგადასახადო კონსულტანტი. ასევე, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს „თიფი სოლუშენი“ სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და reportal.ge-ზე გამოქვეყნების სერვისს საქართველოს კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით.

image

რატომ თიფი სოლუშენი?

საგადასახადო ორგანოში მუშაობის გამოცდილება

ქართულ/ევროპული განათლება და გამოცდილება

ქართული და საერთაშორისო დაბეგვრა

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების ზედმიწევნით ცოდნა

„ტრანსფერ ფრაისინგში“ სპეციალიზებული პროფესიონალი

კლიენტებთან კომუნიკაცია სამ ენაზე

სწრაფი პასუხები

სრული კონფიდენციალურობა

ფინანსური ბლოგი

არ გამოტოვოთ შანსი წაიკითხოთ უახლესი ამბები ბიზნეს სამყაროში

ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ

სტატიის ავტორი: გელა ბარშოვი, აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ზე...

“მცირე მეწარმის” დაბეგვრა საქართველოში, 1%-იანი გადასახადი

სტატიის ავტორი: გელა ბარშოვი, აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ზე“მცირე...

„ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის წესი – Tpsolution

„ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის ახალი მიდგომა ამოქმედდა. რამდენად მართლზომიერია ასეთი საწარმოებისთვის წარსულ პერიოდზე...

წინასწარი გადაწყვეტილება (შეთანხმება) „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხეზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე

2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა...

2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე...

საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

  შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო...

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაესაუბრეთ ექსპერტს

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია თიფი სოლუშენისგან

image
გვეწვიეთ

დ. აღმაშენებლის გამზირი 73, ვარდების (ილია) ბაღი, საერთო სამუშაო სივრცე Terminal. თბილისი, საქართველო

მოითხოვე კონსულტაცია

მოგვწერეთ თქვენი კითხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ