Skip to content

TPSolution

Tpsolution Audit Company

ჩვენ შესახებ

TPsolution ქართულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ, ენთუზიაზმით აღსავსე, გამორჩეულ ახალგაზრდა პროფესიონალებს აერთიანებს.

საგადასახადო კონსულტაცია

„თიფი სოლუშენის“ მთავარი სპეციალიზაციაა საგადასახადო მომსახურება, ტრანსფერ ფრაისინგი და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები. ამ მიმართულებებში, ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს მიღებული საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში.
„თიფი სოლუშენი“ თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ საკონსულტაციო/აუდიტორულ ფირმასთან. შესაბამისად, ჩვენი მომსახურების არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მომსახურების მაღალი ხარისხი, პროფესიული ეთიკა და უწყვეტი განვითარება ჩვენთვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე არასოდეს წავალთ.

ბიზნეს ხელშეწყობის მაღალი სტანდარტი

ბიზნესის ხელშეწყობა მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფით- ჩვენი მთავარი მოტივაციაა. ჩვენ მუდმივად ვიფიქრებთ თქვენს საჭიროებებსა და იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ კანონმდებლობის ფარგლებში თქვენი ბიზნეს ხარჯების ოპტიმიზაცია, ისე რომ თქვენ ამაზე ზრუნვა აღარ დაგჭირდეთ. ჩვენთვის ეს საქმიანობა მხოლოდ ბიზნესი კი არა, თვითრეალიზაციის მთავარი საშუალებაა. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს. ჩვენი მიზანია ქართული და საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო კომბინაცია შევთავაზოთ მათ, ვინც ჩვენს კომპეტენციას ენდობა.

ჩვენს მაღალ კვალიფიკაციაში დასარწმუნებლად:

  • შეამოწმე ჩვენი კარიერული „ბექგრაუნდი“;
  • იკითხე ჩვენ შესახებ;
  • წაიკითხე ჩვენი ქართულ და ინგლისურენოვანი სტატიები;
  • უბრალოდ, დაგვიკავშირდი და დაგვისვი კითხვებ

საგადასახადო კონსულტანტი- გელა ბარშოვი 2010-2017 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. 2015 წლიდან ის მთავარი აუდიტორი და ჯგუფის ლიდერი გახლდათ ტრანსფერ ფრაისინგის განყოფილებაში, სადაც მის მთავარ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების მიმართულებით საგადასახადო აუდიტის ჩატარება, აუდიტორებისთვის კონსულტაციის გაწევა და ახალი მიდგომების ინიცირება.

საერთაშორისო და ადგილობირივი გამოცდილება

  • 2015 წლამდე გელა გახლდათ ჯგუფის უფროსი აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმებების სამმართველოში, სადაც მისი მთავარი მოვალეობა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება და ჯგუფის ხელმძღვანელობა იყო.
  • 2015 წლიდან დღემდე უძღვება ტრენინგებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში.
  • 2015 წლის მარტიდან 2017 წლის სექტემბრამდე  იყო OECD BEPS პროექტის მე-6 სამუშაო ჯგუფის წევრი, სადაც ის პირადად იღებდა მონაწილეობას OECD-ს ის ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობის ცვლილებებში.
  • 2017 წლის ივლისში,  OECD-ის მიერ მიწვეულ საგადასახადო ექსპერტს წარმოადგენდა საგადასახადო ინსპექტორებისთვის გამართულ ტრენინგზე ქალაქ ანკარაში, თურქეთში.
  • 2018 წლის ივლისში  წარმატებით დაამთავრა მსოფლიოს ტოპ 10-ში შემავალი ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით ქალაქ ვენაში, ავსტრიაში.
  • 2018 წლის მარტიდან პარალელურად მუშაობდა BDO-ს ვენის ოფისში ტრანსფერ ფრაისინგის კონსულტანტად.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, გელამ კარიერა განაგრძო გერმანული მულტინაციონალური კომპანიის სათავო ოფისში, გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში,  როგორც უფროსმა სპეციალისტმა/ექსპერტმა ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების მიმართულებით.

2019 წლის მაისიდან გელა საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანია TPsolution-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

Gela Barshovi