Skip to content

TPSolution

საგადასახადო დავის პროცესში მხარდაჭერა და შემოსავლების სამსახურის მიერ ინიცირებულ საგადასახადო შემოწმების პროცესში თქვენი კომპანიის წარმომადგენლობა

საგადასახადო დავის პროცესი საქართველოში

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმებით, (ან კონტროლის სხვა პროცედურებით) შესაძლოა, თქვენ ან თქვენს კომპანიას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დასანქცია/საურავი დაგეკისროთ. ამ შემთხვევაში სამი სავარაუდო არჩევანი გაქვთ: დათანხმდეთ და აღიაროთ საგადასახადო ვალდებულებები, ან გაუშვათ დასაჩივრების ვადა; მოითხოვოთ საგადასახადო შეთანხმება (პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმა/საურავის თანხებზე და არა-გადასახადის ძირითად თანხაზე);

გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან/და სასამართლოში კანონით დადგენილი ფორმით (რეკომენდებულია. ასევე, ეს გზა არ გამორიცხავს წინა ორი ალტერნატივის მომავალში არჩევასაც).

საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ორი ინსტანციაა გასავლელი, თუმცა პრაქტიკულად, შესაძლებელია, ხუთი და მეტი დავის განხილვა გაიმართოს ამავე სისტემაში. კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების დროს, პირველი ინსტანცია განიხილავს ამ საჩივარს და გამოსცემს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ამავდროულად არ არის გადაწყვეტილების აღსრულების ინსტრუმენტი, არამედ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (ანუ შემმოწმებელი) გამოსცემს დასკვნას, სადაც აღნიშნულია რამდენად გაითვალისწინეს დავების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილები. დასკვნის საფუძველზე კი გადასახადის გადამხდელის გადასახადის აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული გადასახადების/სანქციების შესაბამისი გადაანგარიშება ხდება.

sagadasaxado finansuri momsaxureba

დავის განმხილველი ორგანოს ინტერპრეტირებადი გადაწყვეტილება და მისი სუბიექტური შეფასება

ზოგ შემთხვევაში, დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას აუდიტის დეპარტამენტი სრულად არ ითვალისწინებს განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას ტოვებს.

ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, პარალელურად გაასაჩივროს დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა. შესაბამისად, პროცესი ორმაგდება და ორი ინსტანცია შესაძლოა გახდეს ოთხი.ხშირია შემთხვევები, მეორე ინსტანცია პირველ ინსტანციას უბრუნებს გადაწყვეტილებას ხელახლა განსახილველად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავის პროცესი (ინსტანციების ათვლა) თავიდან იწყება.

სახადასახადო დავის პირველი ინსტანცია

დავის პირველი ინსტანცია არის შემოსავლების სამსახური, სადაც გასაჩივრების ვადა არის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

საგადასახადო დავის მეორე ინსტანცია

საგადასახადო დავის მეორე ინსტანცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სადაც გასაჩივრების ვადა არის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღე.

საგადასახადო დავის მესამე ინსტანცია არის სასამართლო

საგადასახადო დავის მესამე ინსტანციას წარმოადგენს სასამართლო, რომელიც თავის მხრივ სამ ინსტანციად იყოფა: საქალაქო (რაიონული), სააპელაციო და უზენაესი. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა ასეთი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღეა.

კომპანია ,,თიფი სოლუშენის” მიერ თქვენი კომპანიის მხარდაჭერა საგადასახადო დავის პროცესში

კომპანია ,,თიფი სოლუშენი” გთავაზობთ მხარდაჭერას – ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და/ან სასამართლოში გამართული/გასამართი საგადასახადო დავის პროცესში. რაც გულისხმობს:

  • საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული დარიცხვის საფუძვლების (დარიცხვის თემების) კრიტიკულ ანალიზს;
  • არგუმენტების და მტკიცებულებების შეგროვებას კომპანიის სასარგებლოდ;
  • საგადასახადო საჩივრის შემუშავებას და წარდგენას;
  • თქვენი კომპანიის წარმომადგელობას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან/და სასამართლოზე გამართული დავის განხილვის პროცესში;
  • თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, აუდიტის დეპარტამენტთან (შემმოწმებელთან) კომუნიკაციის დროს.

ჩვენი მომსახურება, საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოებში წარმომადგენლობასთან ერთად, ასევე მოიცავს თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებლებთან კომუნიკაციაში, მათ მიერ საგადასახადო დასკვნის შემუშავების პროცესში (დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების (გადაანგარიშების) ეტაპი) – თქვენი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების და სანქციების გადაანგარიშებისას მაქსიმალურად თქვენთვის დადებითი შედეგის მიღწევის მიზნით.

რატომ ჩვენ? საგადასახადო დავის პროცესში გამოცდილი პროფესიონალი

საგადასახადო დავის ნაწილში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში ჩვენ დაგვეხმარება დავის პროცესში მაგიდის ორივე მხრიდან მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება, საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებული პრაქტიკების ზედმიწევნით ცოდნასთან ერთად გვიადვილებს სადავო საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასებას და ამ ყველაფრის თქვენი და თქვენი კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებას.

საგადასახადო შეთანხმება

შესაძლოა, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ დარიცხვას იმდენად მყარი მტკიცებულებები და საკანონმდებლო საფუძველი გააჩნდეს, რომ საგადასახადო დავის წარმოება დროის და რესურსების ფუჭი კარგვაც კი იყოს (თუმცა, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება ასე). ასეთ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდეს.

საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელი აღიარებს საგადასახადო ვალდებულებას და მისი ნაწილის გადახდისათვის მზადყოფნას გამოთქვამს იმის სანაცვლოდ, რომ ნაწილი მასზე დარიცხული გადასახადების/სანქციებისა ნაპატიები იქნება სახელმწიფოს მიერ. საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაც გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და კვალიფიცური პროფესიონალების დახმარება თქვენთვის სანქციების (ნაწილის) პატიების შანს გაზრდის.

ჩვენ გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო შეთანხმების მთლიან პროცესში. მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით აქ.

საგადასახადო შემოწმების პროცესი

თუ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმების დაწყების თაობაზე შეტყობინება გამოგიგზავნათ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ასეთი გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეტყობინების გამოგზავნიდან დაახლოებით 10-30 დღის შუალედში დაიწყება. ეს დრო შეგიძლიათ საგადასახადო პროფესიონალთან დასაკავშირებლად გამოიყენოთ, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში თქვენი წარმომადგენელი იქნება.

საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს გასვლითი ან კამერალური. ასევე, შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს თქვენს ყველა გადასახადს და გადასახდელს (სრული შემოწმება) ან შეიძლება მოწმდებოდეს მხოლოდ ერთი გადასახადი, ერთი თემა ან კონკრეტული ერთი დეკლარაცია (თემატური შემოწმება).

თქვენს კომპანიაში შესაძლოა ასევე ჩატარდეს ე.წ. არაოფიციალური“ საგადასახადო შემოწმება, რომლის მიზანია თქვენს კომპანიაში არსებული საგადასახადო რისკების დადგენა და რომლის დროსაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების ან საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გარეშე, მოგთხოვენ ინფორმაციას (სიტყვიერად, იმელის საშუალებით ან ოფიციალურად კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე). თუ თქვენს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეფასების შედეგად თქვენს კომპანიაში აღმოჩნდება საგადასაადო რისკები, როგორც წესი: თქვენთ მოგეცემათ რეკომენდაცია, თავად დააკორექტიროთ წარსული პერიოდების დეკლარაციები და გადაიხადოთ გადასახადები და/ან პროცესი ოფიციალურ საგადასახადო შემოწმებაში გადაიზრდება. იმ შეთხვევაში, თუ წინასწარი ანალიზისას რისკების აღმოჩენა ვერ მოხდება, პროცესი სრულდება შემოსავლების სასმხურის მხრიდან დამატებით განხორციელებული ქმედებების გარეშე.

თქვენი კომპანიის წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო შემოწმების/აუდიტის პროცესში

კომპანია ,,თიფი სოლუშენი“ ასევე გთავაზობთ თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, შემოწმების მთლიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების დაწყებიდან – დასრულებამდე, ,,თიფი სოლუშენი“ თქვენი კომპანიის წარმომადგენელი იქნება შემოსავლების სამსახურთან ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი კომუნიკაციის პროცესში.

საგადასახადო შემოწმების დროს, თქვენი კომპანიის წარმომადგენლობის პარალელურად, ,,თიფი სოლუშენის“ საგადასახადო ექსპერტები დამოუკიდებლად შეაფასებენ თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკებს და საგადასახადო ორგანოს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, წინასწარ შეფასდება ნებისმიერი იმ საკითხის არსებითობა და სავარაუდო შედეგები, რაც შემოწმების მიმდინარეობისას წამოჭრილი იქნება საგადასახადო ორგანოს მიერ.

30 წუთიანი უფასო კონსულტაცია თქვენს მიმდინარე საგადასახადო დავის საქმესთან ან მიმდინარე საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით

ჩვენ გთავაზობთ 30 წუთიან უფასო კონსულტაციას თქვენი მიმდინარე საგადასახადო დავის ან/და თქვენს კომპანიაში მიმდინარე საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი კომპანია საგადასახადო შემოწმების ან საგადასახადო დავის პროცესში უკვე იმყოფება, ან საგადასახადო შემოწმება ახლახანს დასრულდა და დაკისრებული გადასახადების და/ან სანქციების შემცირების მიზნით, საგადასხადო დავის წამოწყებას გეგმავთ და საგადასახადო ექსპერტის მხარდაჭერა გჭირდებათ:

პირველ ეტაპზე, ჩვენ გთავაზობთ 30 წუთიან უფასო კონსულტაციას, რომლის მიზანია- შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ გასამართი/გამართული საგადასახადო დავის მოგების შანსებისა და კომპანიის წინაშე არსებული რისკების ზოგადი შეფასება, ასევე საგადასახადო შემოწმებასთან/საგადასახადო დავასთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა/სამოქმედო სტრატეგიის დასახვა.

ჩვენთან დასაკავშირებლად, შეავსეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა.