Table of Contents
Toggle„ვირტუალური ზონის პირების“ მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ოთხი საგადასახო დავის ქეისი ახლახანს სრულიად მოიგო კომპანია TPsolution-მა
კომპანია TPsolution-მა, რომელსაც მისი მმართველი პარტნიორი, გამოცდილი საგადასახადო ექსპერტი – გელა ბარშოვი წარმოადგენდა, ახლახანს დაასრულა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარე 4 საგადასახადო დავა. ყველა ხსენებული ქეისი სრული წარმატებით დასრულდა. აღნიშნული საქმეების 100% გელა ბარშოვის მიერ სრულიად მოგებული იქნა ფინანსთა სამინისტროს სისტემის ფარგლებშივე, სასამართლოში გასაჩივრების საჭიროების გარეშე.
ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრა: TPsolution-ის მიერ მოგებული საგადასახადო დავის საქმეები
ოთხივე საგადასახადო დავის საქმე დაიწყო 2021 წელს, როდესაც საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ჩვენი კლიენტები არ ექვედებარებოდნენ „ვირტუალური ზონის პირებისთვის“ (ვზპ) დაწესებულ საგადასახადო შეღავათს, საქართველოში საკმარისი ეკონომიკური შინაარსის არარსებობის გამო. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დებულება არ დაკმაყოფილდა კლიენტების მიერ, რაც გახდა რეტროსპექტიულად მათი მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი.
შედეგად, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა შესამოწმებელ პერიოდში კლიენტების მიერ გადახდილი დივიდენდების მთლიანი ოდენობა 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგრა. გარდა ამისა, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, რაც დაკისრებული გადასახადის 50%-ს შეადგენდა, თავისი შესაბამისი საურავით.
აღსანიშნავია, რომ კლიენტები მათ მიერ დამფუძნებლებზე გაცემულ დივიდენდებს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულად მიიჩნევდნენ, რადგან ოთხივე კლიენტი ფლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსს და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს აწვდიდა (ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ლიცენზიას) საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ კლიენტებს.
საქართველოს კანონი ინფორმაციული ტექნოლოგიების ზონების შესახებ
„საინფორმაციო ტექნოლოგიების ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად: „ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან“.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლების წინაპირობად მიიჩნია. სხვა სიტყვებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გაცხადებული მიდგომის მიხედვით, ვზპ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ქმნიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აწვდიდეს უცხოელ კლიენტებს იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მოგების გადასახადისგან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზეპირსიტყვიერად გაცხადებული ინტერპრეტაციის მიხედვით, საინფორმაციო ტექნლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილად იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუ ვზპ-ს მთავარი პროგრამისტები დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში გაატარებდნენ, ვზპ-ებიდან მიღებული ექნებოდათ გონივრული ოდენობის ხელფასი, რომელთან მიმართებაშიც ვზპ-ები შეასრულებდნენ საგადასახადო აგენტის ვალდებულებას და 20%-იანი გადასახადით დაბეგვრავდნენ საქართველოში მცხოვრებ პროგრამისტებზე გაცემულ ხელფასს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ, რადგან ჩვენი კლიენტი კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი სპეციალისტები (რომლებიც ამავე დროს აღნიშნული ვზპ-ების დამფუძნებლებიც იყვენენ) მნიშვნელოვან დროს არ ატარებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვზპ-ების მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილად, შესაბამისად, აღნიშნული ვზპ-ები ვერ გათავისუფლდებოდნენ მოგების გადასახადისგან.
საგადასახადო დავის აღნიშნულ 4 საქმესთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა
ქვემოთ წარმოგიდგენთ ფაქტების აღწერას თითოეულ ქეისთან მიმართებით.
ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საგადასახადო დავის საქმე #1
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსს. კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირი ამავდროულად ამავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი იყო, რომელიც საკუთარ თავს ვზპ-დან არ უხდიდა ხელფასს. ამ პიროვნებას კომპანიისგან მხოლოდ დივიდენდები ჰქონდა მიღებული, რომლებიც გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა. დამფუძნებელი/პროგრამისტი საგადასახადო შემოწმების პერიოდში არ იყო საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი.
კომპანიას ასევე დაქირავებული ჰყავდა საქართველოში მცხოვრები უმცროსი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, რომელთაც კომპანია უხდიდა ამ ჯუნიორ დეველოპერისთვის განკუთვნილ საშუალო ხელფასს და გადახდის წყაროსთან საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ბეგრავდა.
ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საგადასახადო დავის საქმე #2
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსს. კომპანია (კლიენტი 2) იყო ე.წ. one-man entity, სადაც კომპანიის დამფუძნებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ფიზიკური პირი, კომპანიაში ამავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი და ერთადერთი სპეციალისტიც იყო. საგადასახადო შემოწმებით მოცული ყოველი საგადასახადო წლის მიხედვით, დამფუძნებელი/პროგრამისტი ფიზიკური პირი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი იყო „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირის“ კრიტერიუმის შესაბამისად. აღნიშნული პიროვნება 12 კალენდარულ თვეში არ ატარებდა 183 ან მეტ უწყვეტ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე. ის წელიწადში 3-5 თვეს ატარებდა საქართველოში და დისტანციურად ასრულებდა პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოებს საოფისე ფართის გამოყენების გარეშე.
კომპანიას სხვა თანამშრომელი არ ჰყოლია დაქირავებული. ზემოთ ნახსენები ფიზიკური პირი, კომპანიის დამფუძნებელი/პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი კომპანიისგან მხოლოდ დივიდენდს იღებდა (თავდაპირველად მისი ხელფასი არ იყო დაფიქსირებული და დეკლარირებული) რაც 5%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა გადახდის წყაროსთან ვზპ-ის მიერ.
როდესაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კლიენტთან კომუნიკაცია დაიწყო და კომპანიამ დახმარებისთვის მოგვმართა (საგადასახადო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე), ჩვენ შევთავაზეთ დაეკორექტირებინათ გასული პერიოდების კომპანიის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. კერძოდ, დამფუძნებელი/პროგრამისტისთვის დივიდენდის სახით გადახდილი თანხიდან, თანხის გარკვეული, გონივრული ოდენობა ხელფასად დაედეკლარირებინათ, რომელიც ყოველთვიურად დაიბეგრებოდა 20%-იანი განაკვეთით, დარჩენილი თანხა კი დივიდენდად ჩაითვლებოდა და დაექვემდებარებოდა გადასახადის მხოლოდ 5%-იან განაკვეთს.
კლიენტმა გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და შეასწორა გასული პერიოდების ხელფასის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, საგადასახადო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე.
საგადასახადო დავის საქმე #3
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსს. კომპანია შემოსავალს იღებდა უცხოელი კლიენტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლების და მისი შემდგომი მხარდაჭერის სერვისის (განახლება და ტექნიკური მომსახურება) გადაცემით. კომპანიის დამფუძნებელი, უცხოელი არარეზიდენტი ფიზიკური პირი ამავდროულად პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის როლს ასრულებდა კომპანიაში. აღშნიშნული პიროვნება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა კვიპროსის საგადასახადო რეზიდენტს. ხსენებული დამფუძნებელი/პროგრამისტი მხოლოდ დივიდენდის სახით იღებდა შემოსავალს ქართული კომპანიიდან.
კომპანიას ჰყავდა ნომინალური დირექტორი – საქართველოს მოქალაქე და საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი (მაგრამ ეს ფაქტი საქართველოს შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა). საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კომპანიას სხვა თანამშრომელი არ ჰყოლია დაქირავებული.
#2 ქეისის მსგავსად, როდესაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კლიენტთან კომუნიკაცია დაიწყო და მან დახმარებისთვის მოგვმართა (საგადასახადო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე), ჩვენ კლიენტს შევთავაზეთ გაესწორებინათ გასული პერიოდების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და ყოველთვიურად ხელფასის გარკვეული, გონივრული ოდენობა დაედეკლარირებინათ, რადგან, დამფუძნებელი კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის ფუნქციასაც ითავსებდა.
ჩვენი რჩევის თანახმად, წარსული პერიოდების მიხედვით დადეკლარირებული ხელფასი 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა, დარჩენილი თანხა კვლავ დივიდენდად გაცემულად ჩაითვლებოდა და არ დაექვემდებარებოდა გადასახადით დაბეგვრას.
აღნიშნული ვზპ გაცემულ დივიდენდებზე არ იხდიდა 5%-იან გადასახადს, რადგან ასეთი გადასახადისგან კომპანიას საქართველოსა და კვიპროსს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება ათავისუფლებდა. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით სარგებლობა სადავაოდ არ გამხდარა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
კლიენტმა გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და შეასწორა მათი გასული პერიოდების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, საგადასახდო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე.
საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საქმე #4
შემოწმებული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი იყო უცხოელი ფიზიკური პირი, ქეისი #3-ის მსგავსად ასევე კვიპროსის საგადასახადო რეზიდენტი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდით მოცულ არც ერთ წელს არ წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო რეზიდენტს. კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსს.
აღნიშნული პიროვნება კომპანიაში ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტის როლსაც ითავსებდა (ვებგვერდის შექმნა და განვითარება), მაგრამ ქართული კომპანიიდან ხელფასს არ იღებდა, არამედ მხოლოდ- დივიდენდებს.
კომპანიას ასევე დაქირავებული ჰყავდა რამდენიმე სხვადასხვა დონისა და გამოცდილების ქართველი პროგრამისტი. თუმცა, ადგილობრივ თანამშრომლებზე გადახდილი ხელფასები, რომლებიც ვზპ-ს მიერ გადახდის წყაროსთან შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, რაც უმნიშვნელო იყო კომპანიის მთლიან შემოსავალთან მიმართებით.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ დივიდენდებზე არ გადაუხდია არც დივიდენდის 5%-იანი გადასახადი და არც 15%-იანი მოგების გადასახადი (5% დივიდენდის გადასახადი გათავისუფლდა კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გამოყენებით, ხოლო 15%-იანი მოგების გადასახადი არ დაბეგრა კომპანიამ ვირტუალური ზონის პირის გადასახადისგან გათავისუფლების გამო).
კომპანიას ჰყავდა ნომინირებული დირექტორი – საქართველოს მოქალაქე და საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი (მაგრამ ეს ფაქტი აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა).
#2 და #3 შემთხვევების მსგავსად, როდესაც შემოსავლების სამსახურმა კლიენტთან კომუნიკაცია დაიწყო, საგადასახადო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე კომპანიამ დახმარებისთვის კომპანია TPsolution-ს მიმართა.
ჩვენ შევასწორეთ კლიენტის წარსული პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები იმ პერიოდისთვის და ზემოთ ხსენებული დამფუძნებლისთვის გადახდილი დივიდენდის ნაწილი (ხელფასის გონივრული ოდენობა) დავადეკლარირეთ, როგორც მისთვის გაცემული ხელფასი, რაც შესაბამისად დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით, დარჩენილი თანხა კი, როგორც სხვა შემთხვევებში, კვლავ დივიდენდად იქნა განხილული (რომელიც კვლავაც გადასახადისგან გათავისუფლებულად იქნა მიჩნეული).
საგადასახადო დავის შედეგები
2021 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაცია კლიენტებთან (თითოეულ კომპანიაში, საგადასახადო შემოწმების ოფიციალურად დაწყებამდე) და კომპანიებისგან მოითხოვა, რომ მათ მიერ გაცემული დივიდენდებზე გადაეხადათ მოგების 15%-იანი გადასახადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიაში საგადასახადო შემოწმება დაიწყებოდა, შედეგად კომპანიას დაეკისრებოდა 15%-იანი გადასახადი, ასევე, ჯარიმა და საურავი.
აღნიშნულმა კომპანიებმა მხარდაჭერისთვის მოგვმართეს. ჩვენ გავაკეთეთ პირველადი ანალიზი და მათ პირველადი კონსულტაცია გავუწიეთ (მათ შორის მოვახდინეთ გასული პერიოდების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების კორექტირება და ხელფასების დადეკლარირება, გავაანალიზეთ ქეისები და შევაგროვეთ არგუმენტები).
ამის შემდგომ ოფიციალურად დაიწყო საგადასახადო შემოწმებები, რომლებიც კლიენტებისთვის გადასახადების და სანქციების დაკისრებით დასრულდა. ჩვენ ჯერ საგადასახადო შემოწმებების, შემდგომ კი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების პროცესის ყოველ ნაბიჯზე, ყველა ინსტანციაში, ნებისმიერი კომუნიკაციის დროს წარმოვადგენდით კლიენტებს და ვიცავდით მათ ინტერესებს. კონკრეტულად კი გელა ბარშოვი იყო აღნიშნული კლიენტების წარმომადგენელი.
საგადასახადო შემოწმების პროცესი ხანგრძლივი იყო. ამ ოთხივე საქმესთან დაკავშირებული საგადასახადო დავა კი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ჩვენ გავასაჩივრეთ აუდიტის დეპარტამენტის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები, შემდეგ აუდიტის დეპრატმენტის დასკვნები და ფაქტობრივად ყოვედღიურ კომუნიკაციაში ვიყავით როგორც შემმოწმებლებთან, ასევე საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოების წარმომადგენლებთან, რათა დაგვემტკიცებინა, რომ მათთვის დარიცხული გადასახადები და სანქციები არამართლზომიერი იყო.
რამდენიმე შემთხვევაში, ხანგრძლივი საგადასახადო დავის პროცესის შემდეგ, მათ შორის ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო საქმე მეორე საფეხურიდან (ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი) პირველზე დაბრუნდა, ანუ, დავის პროცესი ხელახლა დაიწყო პირველი ინსტანციიდან. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრის შესახებ საქართველოს შემოსავლების სამსახურის ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით მოეხდინათ დარიცხული გადასახადის და სანქციების გადაანგარიშება (შემცირება).
დავის პროცესში უამრავჯერ მოგვიწია კომპტენეტურ ორგანოებთან ზეპირ თუ წერილობით დისკუსიებში ჩართვა, ამ პროვცესში გამოიცა 3 სხვა და სხვა მეთოდური მითითება ვირტუალურო ზონის პირების დაბეგვრის თაობაზე. პრობლემური გახდა აღნიშნული მეთოდური მითითებების იმპლემენტაცია, რადგან ისინი ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენდნენ.
მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ჩვენი აქტიური ჩართულობით და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო აუდიტორებთან, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაციით, საგადასახადო ორგანოებმა ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრის ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს საფუძველზე გადათვალეს საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, მათ სრულად, 100%-ით შეამცირეს საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო დავაში ჩვენი მონაწილეობის შემდეგ, ჩვენი კლიენტების საგადასახადო ვალდებულება ფაქტობრივად განულდა.
რთულია, აღნიშნულ სტატიაში სრულყოფილად ჩავატიოთ ყველა ის სამუშაო, რაც ორი წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ აღნიშნული დავის საქმეებზე გასწია. მოძიებული არგუმენტები და მტკიცებულებები, ისევე როგორც მოცემულ საკითხთან დაკავშირებული კანონი ღრმად იქნა გაანალიზებული და შემდეგ წარმოდგენილი ჩვენ მიერ შედგენილ საგადასახადო საჩივრებში. მოცემული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მმართველილ პარტნიორის, გელა ბარშოვის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც, რომელსაც წაიკითხავთ აქ და აქ.
საგადასახადო დავის პროექტებში „TPsolution“-ის წარმატების მაღალი მაჩვენებილი
2023 წლის განმავლობაში, ჯერ-ჯერობით ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრასთან დაკავშირებული ოთხი საგადასახადო დავის საქმე სრულიად მოვიგეთ და არც ერთი არ წაგვიგია. მიმდინარე პერიოდშიც რამდენიმე საქმე გვაქვს ვზპ-ების საბეგვრასთან დაკავშირებით, საიდანაც ასევე წარმატებულ შედეგებს ველით.
გარდა ამისა, წელს წარმატებით მივიყვანეთ ბოლომდე სხვადასხვა თემაზე წარმოებული არაერთი საგადასახადო დავა.
საგადასახდო დავის მომსახურებას გთავაზობთ გამოცდილი საგადასახადო ექსპერტი
გელა ბარშოვი არის გამოცდილი საგადასახადო ექსპერტი, ქართული და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებული საგადასახადო დავების მიმართულებით დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებით.
გელას საგადასახადო მიმართულებით განათლება და გამოცდილება მიღებული აქვს საქართველოში, ავსტრიასა და გერმანიაში.
მაღალი კომპეტენციის, პროფესიონალიზმის, ცოდნისა და ნებისმიერ პროექტში საქმის სრული პასუხისმგებლობით მოკიდების გამო, ჩვენს მიერ წარმოებული საგადასახადო დავების უმეტესობა წარმატებით სრულდება.
საგადასახადო ან/და საბუღალტრო მიმართულებით (მათ შორის, საგადასახადო დავების წარმოება და საგადასახადო შემოწმების დროს კომპანიის წარმომადგენლობა) მომსახურების მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე service@tpsolution.ge ან შეავსეთ საკონტაქტო ფორმა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე