საბუღალტრო მომსახურება და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა

ჩვენ გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენის და მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება/წარდგენის სერვისს.

საბუღალტრო მომსახურება

საბუღალტრო/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებისა და საგადასახადო კონსულტაციის აგრეგირებულ სერვისს. კერძოდ, ჩვენი ბუღალტერი აწარმოებს თქვენი კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვას, ჩვენივე საგადასახადო კონსულტანტის მხარდაჭერით.

რაც იმას ნიშნავს, რომ გაურკვეველი საგადასახადო საკითხის არსებობის შემთხვევაში, ჩვენს ბუღალტერს არ მოუწევს საკითხის გადაწყვეტაზე თავად ფიქრი. მას შეეძლება მიმართოს ჩვენივე კომპანიის საგადასადო კონსულტანტს, რომელიც თავის მხრივ, ყველა საგადასახადო კითხვაზე გასცემს შესაბამის პასუხს და ყოველთვიურად გადაამოწმებს ბუღალტრის მიერ მომზადებულ საგადასახადო დეკლარაციებს. ასევე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თქვენი კომპანიისთვის შევარჩიოთ, გამოცდილი ბუღალტერი, რომელსაც ბიზნესის იმ დარგში აქვს მიღებული ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება, რომელშიცთქვენი კომპანია მოღვაწეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გთავაზობთ ბუღალტრული მომსახურების მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციის კომბინირებულ სერვისს.

sabugaltro momsaxureba finansuri angarishgeba

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა

საბუღალტრო მომსახურება, რომელსაც „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ, ბუღალტერიის წარმოებასთან ერთად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას ითვალისწინებს.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ უაღრესად გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ აღნიშნულ მიმართულებაში. ეს ჩვენთვის იმის საფუძველია, რომ დარწმუნებული იყოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისის მაღალ ხარისხში.

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს

გაესაუბრეთ ექსპერტს

დაგვიკავშირდით და მიიღეთ კონსულტაცია თიფი სოლუშენისგან

image

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

მოითხოვე კონსულტაცია

მოგვწერეთ თქვენი კითხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ

    პუბლიკაციები

    საგადასახადო დავა საქართველოში „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრასთან დაკავშირებით – კომპანია TPsolution-ის წარმატების ისტორია

    „ვირტუალური ზონის პირების“ მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ოთხი საგადასახო დავის ქეისი ახლახანს სრულიად მოიგო კომპანია TPsolution-მა კომპანია TPsolution-მა, რომელსაც მისი მმართველი...

    „ვირტუალური ზონის პირების“ და „საერთაშორისო კომპანიების“ დაბეგვრაზე ტრენინგი

    20 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში “თიფი სოლუშენის“ მმართველმა პარტნიორმა და საგადასახადო კონსულტანტმა გელა ბარშოვმა ტრენინგი ჩაატარა. IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები საქართველოში...

    ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ

    სტატიის ავტორი: გელა ბარშოვი, აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ზე “მცირე ბიზნესის” სტატუსის მქონე ფიზიკური პირების დაბეგვრა...

    “მცირე მეწარმის” დაბეგვრა საქართველოში, 1%-იანი გადასახადი

    სტატიის ავტორი: გელა ბარშოვი, აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ზე“მცირე ბიზნესის” სტატუსის მქონე ფიზიკური პირების დაბეგვრა საქართველოში...

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის წესი – Tpsolution

    „ვირტუალური ზონის პირების“ დაბეგვრის ახალი მიდგომა ამოქმედდა. რამდენად მართლზომიერია ასეთი საწარმოებისთვის წარსულ პერიოდზე გადასახადის დაკისრება? ვირტუალური ზონის საწარმოების დაბეგვრასთან დაკავშირებით...

    წინასწარი გადაწყვეტილება (შეთანხმება) „ტრანსფერ ფრაისინგის“ საკითხეზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე

    2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება #45, რომლითაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ (იგივე „ტრანსფერ...

    2021 წლიდან ბარტერული ოპერაციები დღგ-ით რადიკალურად განსხვავებული წესებით იბეგრება

    როგორც უკვე ვიცით, 2021 წლიდან დღგ-ის კარი მნიშვნელოვანად შეიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ცვლილება შეეხო ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის...

    საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ

      შესავალი 2021 წლიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარი მნიშვნელოვნად შეიცვალა.  ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობების დღგ-ით დაბეგვრასაც, რასაც...

    „მომსახურების გაწევის ადგილი“ დღგ-ის მიზნებისთვის ახალი წესებით განისაზღვრება. ამოქმედდა ე.წ. ბი თუ ბი (B2B) ბი თუ სი (B2C) პრინციპები

      2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი, მასშტაბური ცვლილებები შევიდა ძალაში. მათ შორის, დღგ-ის ახალი წესების შესაბამისად, განსახვევბულად...