Skip to content

TPSolution

ჩვენი სერვისები

სერვისები

საგადასახადო და აუდიტორული კონსალტინგი

TPsolution ქართულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ, ენთუზიაზმით აღსავსე, გამორჩეულ ახალგაზრდა პროფესიონალებს აერთიანებს.

„თიფი სოლუშენის“ მთავარი სპეციალიზაციაა საგადასახადო მომსახურება, ტრანსფერ ფრაისინგი და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები. ამ მიმართულებებში, ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს მიღებული საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში.
„თიფი სოლუშენი“ თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ საკონსულტაციო/აუდიტორულ ფირმასთან. შესაბამისად, ჩვენი მომსახურების არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მომსახურების მაღალი ხარისხი, პროფესიული ეთიკა და უწყვეტი განვითარება ჩვენთვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე არასოდეს წავალთ.

კომპანია „თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ საქართველოში (ასევე საზღვარგარეთ) როგორც კომპანიის, ასევე ფიზიკური პირის რეგისტრაციის სერვისს, მინდობილობის საფუძველზე ან პირადად. ბიზნეს-რეგისტრაციის სერვისის ფარგლებში ჩვენ დაგეხმარებით ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, თქვენს ბიზნესს უზრუნველყოფთ იურიდიული მისამართით, ასევე, ვიქნებით საკონტაქტო პირები შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში. ჩვენ ასევე გთავაზობთ მხარდაჭერას ბანკში პირადი ან ბიზნეს ანგარიშის გახსნაში.

გაიგე მეტი

ჩვენი გუნდი კვალიფიცირებულია ქართულ და საერთაშორისო საგადასახადო სამართლის მიმართულებაში. საგადასახადო სერვისები ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიმართულებაა. ჩვენ გთავაზობთ ერთჯერადი ან/და ყოველთვიური საგადასახადო კონსულტაციის სერვისს, საგადასახადო დაგეგმვას და საგადასახადო აუდიტს. ჩვენ გავცემთ ზეპირ ან/და წერილობით საგადასახადო კონსულტაციას, ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

გაიგე მეტი

კომპანია „თიფი სოლუშენი“ იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ სპეციალიზებული ვართ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებაში. „ტრანსფერ ფრაისინგი“ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადებას, უცხოური კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის გადახედვას (review), დახმარებას „ტრანსფერ ფრაისინგის“ პოლიტიკის შემუშავებაში და კონსულტაციებს მოცემულ თემებთან დაკავშირებით.

გაიგე მეტი

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 56 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ ამ ხელშეკრულებებით და შესაბამის შემთხვევებში გადაიხადოთ ნაკლები გადასახადი. თუმცა ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით სარგებლობა შესაძლოა შეცდომით, კანონთან შეუსაბამოდ მოხდეს, რაც საგადასახადო რისკებსა და სანქციებს გამოიწვევს. ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად სწორად გაქვთ გამოყენებული ასეთი ხელშეკრულებები, შეგიფასებთ რისკებს და ასეთი ხელშეკრულებებიდან სავარაუდოდ მისაღებ სარგებელს.

გაიგე მეტი

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში, საგადასახადო ორგანოსთან თქვენი კომპანიის სახელით კომუნიკაციას ახორციელებდეს პირი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობისა და შემოსავლების სამსახურის მიდგომების სიღრმისეული ცოდნა გააჩნია. ჩვენ ასეთ სერვისს გთავაზობთ. ჩვენი მხარდაჭერა შეგიმცირებთ შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის რისკებს და თუ შემოსავლების სამსახურმა უკვე დაგაკისრათ დამატებითი გადასახადები და სანქციები, ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დავის პროცესში წარმომადგენლობას, რაც გულისხმობს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, საჩივრის მომზადებასა და თქვენი პოზიციის დაცვას დავის პროცესში.

გაიგე მეტი

„თიფი სოლუშენი“ გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას და ყოველთვიური/წლიური დეკლარაციების წარდგენას შესაბამის საგადასახადო კონსულტაციასთან ერთად. ბუღალტრისა და საგადასახადო კონსულტანტის საქმიანობის სინერგია მაღალეფექტურია, რადგან ასეთ დროს პროექტის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს ამ მიმართულებაში სპეციალიზებული ბუღალტერი, ხოლო მის სამართლებრივ მხარდაჭერას ახორციელებს საგადასახადო კონსულტანტი. ასევე, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს „თიფი სოლუშენი“ სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და reportal.ge-ზე გამოქვეყნების სერვისს საქართველოს კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით.

გაიგე მეტი