ტრანსფერ ფრაისინგი საქართველოში
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება (ტრანსფერ ფრაისინგი)
თუ საქართველოს საწარმო ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ პირებსა ან/და შეღავათიანი დაბეგვრის ზონაში რეგისტრირებულ პირებთან ბიზნეს ტრანზაქციებს ახორციელებს (საქონლის მიწოდება, მომსახურების გაცემა, სესხი, როილატი, და ა.შ.), კანონის მიხედვით, ასეთ კომპანიას მოეთხოვება სპეციალური, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადება იმის სადემონსტრაციოდ, რომ ტრანზაქციების ფასები საბაზრო პრინციპების შესაბამისია. იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ოპერაციებზე საბაზრო ფასის შეფასება ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპების გამოყენებით, წაიკითხეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის, გელა ბარშოვის სტატია აქ.
ტრანსფერ ფრაისინგის მიზნებისთვის პირთა ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლით (სადან აღნიშნულია, რომ 50%-ზე მეტი წილის ფლობა არის წინაპირობა) თუმცა ნუ გამორიცხავთ, რომ ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპებს საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაშიც გამოიყენებს, როცა ორ კომპანიას ერთმანეთთან მხოლოდ 20%-იანი წილის ფლობა აკავშირებს,, ან – სხვა შემთხვევებში (ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით).
ამ საკითხთან დაკავშირებული უფრო მეტი დეტალის გასაგებად, დაგვეკონტაკტეთ კონსულტაციისთვის.
ტრანსფერ ფრაისინგის (Tranfser Pricing )კანონმდებლობა საქართველოში
„ტრანსფერ ფრაისინგი,“ ანუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრინციპები,რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129 პრიმა მუხლებით, ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 18 დეკემბრის #423 ბრძანებითა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით.
საქართველოს ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობა „ეგთოს“ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ინსტრუქციის (OECD Transfer Pricing guideline) მსგავსია მცირე (თუმცა ზოგჯერ მნიშვნელოვანი) განსხვავებებით. იმ საკითხებზე, რაც ქართული ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობით არ რეგულირდება, გადამისამართება პირდაპირ ხდება OECD Transfer Pricing Guildeline-ზე. სწორედ ამიტომ, ტრანსფერ ფრაისინგის საკითხის სიღრმისეული ცოდნისთვის, ქართულ კანონმდებლობასთან ერთად, აუცილებელია „ეგთოს“ ტრანსფერ ფრაისინგის ინსტრუქციის ცოდნაც.
ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული ანალიზი
უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსფერ ფრაისინგის კანონის ზედმიწევნით ცოდნასთან ერთად, ძალიან ბევრი საკითხი მოითხოვს სუბიექტურ ანალიზს. ამიტომ, კანონის ცოდნასთან ერთად, აუცილებელია აუდიტორული გამოცდილება, ლოგიკური აზროვნება, სიღმისეული ანალიზის უნარი, ასევე, საგადასახადო ორგანოში და საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებული მიდგომების ცოდნა.
ტრანსფერ ფრაისინგის მეთოდები
როგორც აღინიშნა, ტრანსფერ ფრაისინგი იგივეა, რაც საბაზრო ფასის შეფასების პრინციპები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენება. ტრანსფერ ფრაისინგის მიხედვით, საბაზრო ფასის შეფასების 5 ძირითადი მეთოდი არსებობს. ამ მეთოდებს გამოყენების საკუთარი წინაპირობა გააჩნიათ და იერარქიით ხასიათდებიან. თითოეული მეთოდის გამოყენებისას უნდა მოხდეს იმის დასაბუთება,თუ რატომ მოხდა წინა მეთოდების უარყოფა. მეთოდის არჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია შესამოწმებელი მხარის (tested party) არჩევა. უნდა განისაზღვროს თუ რომელი ფინანსური მაჩვენებლის გამოყენება უნდა მოხდეს შესადარებლად, რომელი შესადარებელი კომპანიები და რომელი გეოგრაფიული არეალი უნდა შეირჩეს, შესწორების საჭიროება ხომ არ არის და როგორ უნდა გაკეთდეს შესწორება, უნდა შეიკვეცოს თუ არა მთლიანი დიაპაზონი ინტერკვარტალურ დიაპაზონად და ა.შ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი მოითხოვს სუბიექტურ შეფასებას.სწორედ ამიტომუმნიშვნელოვანესია, რომ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია მაღალკვალიფიციურმა, გამოცდილმა სპეციალისტმა მოამზადოს.
აქვე შეგიძლიათ, გაიგოთ ჩვენი მმართველი პარტნიორის ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებაში მიღებული გამოცდილებისა და განათლების შესახებ. ის სპეციალიზებულია ამ მიმართულებაში და „თიფი სოლუშენის“ ტრანსფერ ფრაისინგის პროექტებში ყოველთვის პირადად არის ჩართული.
ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადება
ქართულ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ პირებთან, ევალებათ ყოველწლიურად (ან, დაბალი ბრუნვის შემთხვევაში, სამ წელში ერთხელ) მოამზადონ სპეციალური, ტრანსფერ ფრაისინგის რეპორტი/დოკუმენტაცია, სადაც ისინი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დაასაბუთებენ, რომ ბიზნეს-ტრანზაქციების დროს მხოლოდ საბაზრო ფასებს იყენებდნენ. ასეთ დოკუმენტაციას ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია ეწოდება და მისი წარდგენა საგადასახადო ორგანოში მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაშია სავალდებულო. სრულყოფილი დოკუმენტაციის/რეპორტის 30 დღეში მომზადება მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ამიტომ, ფაქტობრივად, კანონი ითხოვს, რომ ყოველ წელს მომზადებული გქონდეთ დოკუმენტები და, მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მალევე წარუდგინოთ.
რა მოხდება, თუ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციას არ წარვადგენთ?
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოსთვის არ წარდგენისთვის სპეციალური ჯარიმა არ არის დაწესებული, გარდა კოდექსის 279-ე მუხლით დაწესებული სანქციებისა, რომელიც სხვა ტიპის ინფორმაციის წარუდგენლობასაც ეხება.
აღსანიშნავია, რომ სანქციაზე დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ თუ კომპანია მოცემულ ვადაში დოკუმენტაციას არ წარადგენს, საგადასახადო მტკიცების ტვირთი გადადის გადასახადის გადამხდელზე. მაშინ, როდესაც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი , რომ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სწორი და მეთოდები არასოწრდაა არჩეული. ეს მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოსთვის ამ საკითხში დამატებითი გადასახადების დარიცხვისთვის.
ტრანსფერ ფრასინგის სპეციალისტი საქართველოში
საქართველოში ძალიან ცოტაა ტრანსფერ ფრაისინგის საკითხში სპეციალიზებული პროფესიონალი. განსაკუთრებით მცირეა ადგილობრივი საკონსულტაციო ფირმების რიცხვი, რომლებიც ტრანსფერ ფრაისინგის სერვისს აუთსორსინგზე გატანის გარეშე, შიდა ძალებით სთავაზობენ კლიენტებს. „თიფი სოლუშენის“ დამფუძნებელი, გელა ბარშოვი, ერთ-ერთია საქართველოში, რომელიც ტრანსფერ ფრაისინგის კანონის ძალაში შესვლამდეც (2013 წლამდე) იყო ჩართული ამ მიმართულებაში. ამ დროს იგი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობდა. პირველი საგადასახადო შემოწმებები ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით სწორედ მისი ჩართულობით განხორციელდა, ამიტომ მიდგომებზე/პრაქტიკებზე მას მკაფიო წარმოდგენა აქვს.
ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით გელას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ავსტრიასა და გერმანიაში. გარდა ამისა, დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც ტრანსფერ ფრაისინგი სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
ასე რომ, გელა ბარშოვი, რომელიც ტრანსფერ ფრაისინგის პროექტებში ყოველთვის პირადად არის ჩართული, არის სპეციალიზებული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებაში, ქართული და უცხოური მრავალწლიანი გამოცდილებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკების ზედმიწევნითი ცოდნით, სიღრმისეული ანალიზის უნარითა და ტექნიკური მხარდაჭერით (სპეციალურად შექმნილ, უცხოურ მონაცემთა ბაზებზე წვდომა (Bloomberg, Amadeus)). ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისთვის ეს ყოველივე აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს.