Skip to content

TPSolution

მცირე მეწარმე (1%-იანი გადასახადი)

მცირე მეწარმე (1%-იანი გადასახადი)

მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაშიც ცვლილებებია აქვე გაითვალისწინეთ, რომ მცირე მეწარმის მიერ წარსადგენი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმაც შეიცვალა. ამ ცვლილების შესახებ შეგიძლიათ მეტი წაიკითხოთ ფინანსთა მინისტრის #999 ინსტრუქციაში. სამშენებლო სფეროში მოღვაწე მცირე მეწარმეების დაბეგვრის წესები იცვლება (20% ნაცვლად 1%-სა)-შეჯამება საქართველოს მთავრობის #415 დადგენილებაში შედის ცვლილებები, რის შედეგადაც, 1%-ის ნაცვლად, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით დაიბეგრებიან მცირე მეწარმეები, რომლებიც მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევენ და ასეთი მომსახურების გაწევით იღებენ შემოსავალს კომპანიისგან (მაგალითად, სამშენებლო ან/და დეველოპერული კომპანია), ორგანიზაციისგან ან ინდ. მეწარმისგან. ამასთან, სამშენებლო სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი მცირე მეწარმეები ისევ შეძლებენ 1%-იანი საგადასახადო განაკვეთით სარგებლობას მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი შემოსავალი მიღებულია ფიზიკური პირისგან (მაგალითად, თუ ისინი ფიზიკურ პირს სახლს აუშენებენ, გაურემონტებენ, შეუღებავენ, მოუპირკეთებენ და ა.შ. და ამ მომსახურებისთვის მიიღებენ შემოსავალს). ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი, საგადასახადო კონსულტანტი, სპეციალიზებული როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებში („ტრანსფერ ფრაისინგი“, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები), საკონსულტაციო და საბუღალტრო კომპანია TPsolution („თიფი სოლუშენი“)-ს დამფუძნებელი.

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად “მცირე მეწარმე” რომელიც სამშენებლო სფეროში საქმიანობს, 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრება

საგადასახადო კანონმდებლობაში ახალი ცვლილების შედეგად (რომელიც 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება), მცირე მეწარმეები, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო სფეროში, მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევენ კომპანიას (მაგალითად, სამშენებლო ან/და… Read More »საკანონმდებლო ცვლილების შედეგად “მცირე მეწარმე” რომელიც სამშენებლო სფეროში საქმიანობს, 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრება

mtsire biznesis dabegvra saqarthveloshi

“მცირე მეწარმის” დაბეგვრა საქართველოში, 1%-იანი გადასახადი

სტატიის ავტორი: გელა ბარშოვი, აღნიშნული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ზე “მცირე ბიზნესის” სტატუსის მქონე ფიზიკური პირების დაბეგვრა საქართველოში (1%-იანი გადასახადის განაკვეთი) საქართველოს… Read More »“მცირე მეწარმის” დაბეგვრა საქართველოში, 1%-იანი გადასახადი