Skip to content

TPSolution

დროებითი შემოტანის რეჟიმი დღგ-ით აღარ დაიბეგრება

დროებითი შემოტანის რეჟიმი დღგ-ით აღარ დაიბეგრება

  • Last Updated:
  • Category: ბლოგი
droebiti shemotanis rejimi degegit agar daibergreba

შენიშვნა: მოცემული სტატია გელა ბარშოვის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნდა BMG- ზე.

საგადასახადო კოდექსი


2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსი

2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში. ცვლილებები შეეხო საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დღგ-ით დაბეგვრის საკითხსაც. როგორ იბეგრება დროებითი შემოტანა დღევანდელი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე არსებული რედაქციის 160-ე მუხლის შესაბამისად, დროებითი შემოტანა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია. ამასთან, ასეთი ოპერაციის დაბეგრვის პრინციპი განისაზღვრება კოდექსის 169 მუხლით. კერძოდ, საქონლის დროებით შემოტანისას დასარიცხი დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 0,54%-ის ოდენობით დროებითი შემოტანის ყოველ სრულ და არასრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 18%-ისა.

საქონლის დროებითი შემოტანის მაგალითი

საქონლის დროებითი შემოტანის მაგალითია, როცა ქართული კომპანია აქტივს (მაგალითად, სამშენებლო ტექნიკას) იჯარით იღებს არარეზიდენტი პირისგან და საქართველოს ტერიტორიაზე შემოყავს დროებით სარგებლობისთვის. იჯარით აღებული აქტივი არ ექცევა იმპორტის რეჟიმში, რადგან საკუთრების უფლება არ გადადის მოიჯარე ქართულ საწარმოზე.

ამ შემოთხვევაში გამოიყენება საქონლის დროებითი შემოტანის რეჟიმი, მანამ სანამ იჯარის ხელშეკრულება არ შეწყდება და აქტივი უკან, მეიჯარესთან არ დაბრუნდება, ან სანამ ქართული კომპანია არ გადაწყვეტს აღნიშნული აქტივის შეძენას და გაინპორტებას. რა შეიცვლება დღგ-ის კარის ახალ რედაქციაში დროებითი შემოატანა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციათა ჩამონათვალში აღარ გვხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოპერაცია 2021 წლიდან დღგ-ით აღარ დაიბეგრება. შეფასება როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლიდან დროებითი შემოტანა დღგ-ით აღარ დაიბეგრება. მოცემული ცვლილება ცალსახად დადებითია რადგან ბიზნესს შეუმცირებს ადმინისტრირების ტვირთს და ხშრის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებებსაც. ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი, საგადასახადო კონსულტანტი და საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ დამფუძნებელი.