შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული სრული ან თემატური საგადასახადო შემოწმებით, (ან კონტროლის სხვა პროცედურებით) შესაძლოა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ასევე სანქცია/საურავი დაგეკისროთ. ამ შემთხვევაში თქვენ სამი სავარაუდო არჩევანი გაქვთ:

  • დათანხმდეთ და აღიაროთ საგადასახადო ვალდებულებები;
  • მოითხოვოთ საგადასახადო შეთანხმება (შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმა/საურავზე და არა გადასახადის ძირითად თანხაზე);
  • გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახდო მოთხოვნა ფინანსთა სამინიტროს სისტემაში კანონით დადგენილი ფორმით (რეკომენდირებულია და არ გამორიცხავს წინა ორი ალტერნატივის მომავალში არჩევას).


ჩვენ გთავაზობთ წარმომადგენლობას დავების პროცესში- რაც გულისხმობს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, საჩივრის მომზადებასა და დავების განმხილველი საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას. მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში ჩვენ დაგვეხმარება დავის პროცესში მაგიდის ორივე მხრიდან მონაწილეობის მრავალწიანი გამოცდილება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება გვიადვილებს სადავო საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასებას და ამ ყველაფრის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.