თუ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმების დაწყების თაობაზე შეტყობინება გამოგიგზავნათ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ასეთი შემოწმება შეტყობინების გამოგზავნიდან დაახლოებით 10-30 დღის შუალედში ჩატარდება. ეს დრო შეგიძლიათ საგადასახადო პროფესიონალთან დასაკავშირებლად გამოიყენოთ, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში თქვენი წარმომადგენელი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში, საგადასახადო ორგანოსთან თქვენი კომპანიის სახელით კომუნიკაციას ახორციელებდეს პირი, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის და შემოსავლების სამსახურის მიდგომების სიღრმისეული ცოდნა გააჩნია. ასეთი პროფესიონალი შეგიმცირებთ შემოწმების პროცესში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის რისკებს და დაიცავს თქვენს პოზიციას.