TPsolution ქართულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ, ენთუზიაზმით აღსავსე, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდა პროფესიონალებს.

მომსახურების მაღალი ხარისხი, პროფესიული ეთიკა და უწყვეტი განვითარება ჩვენთვის მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე არასოდეს წავალთ.

ბიზნესის ხელშეწყობა მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფით ჩვენი მთავარი მოტივაციაა. ჩვენ მუდმივად ვიფიქრებთ თქვენს საჭიროებებსა და იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ თქვენი ბიზნეს ხარჯების ოპტიმიზაცია კანონმდებლობის ფარგლებში, ისე რომ თქვენ ამაზე ზრუნვა აღარ დაგჭირდეთ.

ჩვენთვის ეს საქმიანობა მხოლოდ ბიზნესი კი არა, თვითრეალიზაციის მთავარი საშუალებაა ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს.

ჩვენი მიზანია ქართული და საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო კომბინაცია შევთავაზოთ მათ, ვინც ჩვენს კომპეტენციას ენდობა.

  • ჩვენს მაღალ კვალიფიკაციაში დასარწმუნებლად:
  • შეამოწმე ჩვენი კარიერული „ბექგრაუნდი“;
  • იკითხე ჩვენს შესახებ;
  • უბრალოდ დაგვიკავშირდი და დაგვისვი კითხვები.