ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პირველ და მეორე კატოგორიის კომპანიებს სავალდებულო აუდიტის განხორციელება ევალებათ. ჩვენ ამ მიმართულებითაც მაღალკვალიფიციურ სერვისს გთავაზობთ.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად არის მომზადებული: კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, შესაბამის თარიღში დამთავრებული წლის სრული შემოსავლი, საკუთარი კაპიტალის ცვლილებებისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებები, ასევე ფინანსურ ანგარიშგებაზე დართული შენიშვნები. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:
ფინანსური ანგარიშგების ან ინფორმაციის შუალედური და საბოლოო მიმოხილვა;
ფინანსური ანგარიშგების ინდივიდუალური კომპონენტების აუდიტი ან მიმოხილვა;
შეთანხმებული პროცედურები;
ფინანსური ანგარიშგების კომპილაცია (მომზადება) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ტექნიკური დახმარებები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების განმარტებებთან მიმართებაში;
დახმარება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სააღრიცხვო პოლიტიკის სახელმძღვანელოს მომზადებასა და დანერგვაში.
ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მიხედვით, მე-3 კატეგორიის საწარმოებს ევალებათ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადება და გამოქვეყნება, ასევე, მე-4 კატეგორიის საწარმოებს გააჩნით ფინანსური ანგარიშგების მომზადების ვალდებულება. ორივე ტიპის კომპანიებისთვის ვალდებულების შესრულების ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა. ამ ვალდებულების კანონით განსაზღვრულ ვადაში და მაღალი ხარისხით შესრულებაში დაგეხმარებიან „თიფი სოლუშენის“ ფინანსური აღრიცხვის განყოფილების მაღალკვალიფიციური გუნდის წევრები, რომელთაც საერათაშორისო აუდიტორულ კომპანიებში აქვთ მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება.