კომპანია Financial Expert Corporation და TPsolution-ის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება ტრენინგი თემაზე: არარეზიდენტების დაბეგვრა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენება.
ტრენინგის ფარგლებში გაანალიზებულ იქნება შემდეგი საკითხები:
– არარეზიდენტის წყაროსთან დაბეგვრა საქართველოს კანონმდებლობით (სსკ-ის 104-ე და 134 მუხლები)
– უკუდაბეგვრის დღგ
– ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების წესები
– ორამაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენებისას ხშირად დაშვებული შეცდომები
სემინარის მიმდინარეობისას განხილულ იქნება რეალური და იმიტირებული ქეისები.
ტრენერი: გელა ბარშოვი
თარიღი: 16, 18, 21 ივლისი
ხანგრძლივობა: 10 საათი
მდებარეობა: გორგილაძის 77, ბათუმი, სასტუმრო „ერა პალასის“ საკონფერენციო დარბაზი
ღირებულება: 250 ლარი
მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება კორპორატიულ კლიენტებზე (3 და მეტი მსმენელი ერთი ორგანიზაციიდან) და ააიპ „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებზე.
– საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი (სსკ-ის 104 მუხლი)
– საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება (საჭიროა უკუდაბეგვრის მიზნებისთვის, სსკ-ის 166-ე მუხლი)
– რეზიდენტი (საგადასახადო კოდექსის და შეთანხმების შესაბამისად);
– მუდმივი დაწესებულება (საგადასახადო კოდექსის და შეთანხმების შესაბამისად, განსხვავებები და როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ);
– შემოსავალი უძრავი ქონებიდან;
– მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან;
– შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან
– Facebook, booking.com შემოსავლები
– ასოცირებული საწარმოები /ტრანსფერ ფრაისინგი
– დივიდენდები;
– პროცენტები;
– როიალტი;
– შემოსავალი ქონების გასხვისებიდან;
– დამოიკიდებელი პირადი მომსახურება;
– დაქირავებით მუშაობა;
– სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრთა ანაზღაურება;
– სხვა შემოსავლები;
– კაპიტალი;
– ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება რეზიდენტის სახელმწიფოში;
– ბენეფიციური (ფაქტიური) მფლობელი;
– ჰიბრიდული ოპერაციები, ანუ საერთაშორისო პრაკტიკით რა შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს სესხი დივიდენდად და პირიქით.
– ტრანსპარენტულობა
გელა ბარშოვი 2010-2017 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. 2015 წლიდან ის მთავარი აუდიტორი და ჯგუფის ლიდერი გახლდათ ტრანსფერ ფრაისინგის განყოფილებაში, სადაც მის მთავარ პასუხიმგებლობას წარმოადგენდა ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების მიმართულებით საგადასახადო აუდიტის ჩატარება, აუდიტორებისთვის კონსულტაციის გაწევა, ახალი მიდგომების ინიცირება.
2015 წლამდე კი ის გახლდათ ჯგუფის უფროსი აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმებების სამმართველოში სადაც მისი მთავარი მოვალეობა გასვითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება და ჯგუფის ხელმძღვანელობა იყო.
2015 წლიდან დღემდე გელა უძღვება ტრენინგებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში.
2015 წლის მარტიდან 2017 წლის სექტემრამდე გელა OECD BEPS პროექტის მე-6 სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, სადაც ის პირადად იღებდა მონაწილეობას OECD-ს ის ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობის ცვლილებებში.
2017 წლის ივლისში ის OECD-ის მიერ მიწვეულ იქნა როგორც ექსპერტი საგადასახადო ინსპეტორებისთვის გამართულ ტრენინგზე ქალაქ ანკარაში, თურქეთში.
2018 წლის ივლისში მან წარმატებით დაამთავარა მსოფლიოს ტოპ 10-ში შემავალი ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით ქალაქ ვენაში, ავსტრიაში.
2018 წლის მარტიდან ის პარალელურად მუშაობდა BDO-ს ვენის ოფისში ტრანსფერ ფრაისინგის კონსულტანტად.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ გელამ კარიერა განაგრძო გერმანული მულტინაციონალური კომპანიის სათაო ოფისში, ქალაქ ლაიპციგში, გერმანიაში, როგორც უფროსი სპეციალისტი/ექსპერტი ტრანსფერ ფრაისინგისა და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების მიმართულებით.
2019 წლის მაისიდან გელა აუდიტორული კომპანია TPsolution-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2J7Vqxs