• ბიზნესის რეგისტრაცია

    თუ ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, ამისთვის საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. რატომ? პასუხი იხილეთ აქ (სტატიის ლინკი). ჩვენ დაგეხმარებით ბიზნესის რეგისტრაციაში, საკანონმდებლო შეღავათებით სარგებლობასა და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც სტარტაპერებს შეიძლება შეგექმნათ.

  • ტრანსფერ ფრაისინგი

    თუ თქვენ ხართ უცხოური საწარმოს შვილობილი კომპანია საქართველოში და დამფუძნებელ კომპანიასთან კომერციულ ოპერაციებს ახორციელებთ ან/და შეღავათიანი დაბეგვრის ზონაში რეგისტრირებულ პირებთან ტრანზაქციებს აწარმოებთ, კანონით მოგეთხოვებათ სპეციალური დოკუმენტაციის მომზადება იმის სადემონსტრაციოდ, რომ ასეთი ტრანზაქციების ფასები შეესაბამება საბაზრო პრინციპებს. საქართველოში, ავსტრიასა და გერმანიაში მიღებული განათლებითა და სამუშაო გამოცდილებით, ჩვენ ამ საკითხში სპეციალიზებულები ვართ. ჩვენ დაგეხმარებით ასეთი დოკუმენტაციის მაღალი ხარისხით მომზადებაში და სწორი საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. დასაწყისისთვის უბრალოდ მოგვწერეთ და ჩვენ შეგიფასებთ რისკებს.

  • მუდმივი დაწესებულებისთვის მოგების მიკუთვნება

    თუ თქვენ ხართ უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება საქართველოში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სპეციალური წესები, რათა სწორად განსაზღვროთ თქვენი წარმომადგენლობის/მუდმივი დაწესებულების მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საქართველოში და არა მხოლოდ. დიდი სიამოვნებით გამოვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო გამოცდილებასა და განათლებას თქვენთვის ამ საკითხების მოგვარებაში.

  • ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით სარგებლობა

    საქართველოს უკვე 56 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ (ლინკი მოფი). ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ხელშეკრულებებით და გადაიხადოთ ნაკლები გადასახადი, როდესაც ამ 56 ქვეყნის რეზიდენტებთან ახორციელებთ ოპერაციებს. თუმცა ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებით სარგებლობა შესაძლოა მოხდეს შეცდომით, არასწორად, რაც შედეგად საგადასახადო რისკებს და სანქციებს გამოიწვევს. ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად სწორად გაქვთ გამოყენებული ასეთი ხელშეკრულებები, შეგიფასებთ რისკებს და სავარაუდო სარგებელს, რომლის მიღებაც ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით შეგიძლიათ და ჯერ არ მიგიღიათ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს კონსულტირებას მომავალშიც. საქართველოში ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენებასთან დაკავშირებული მიდგომების ჩამოყალიბებაში TPsolution -ის დამფუძნებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შემოსავლების სამსახურში მუშაობის დროს. შემდეგ მან ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა ავსტრიაში სამაგისტრო პროგრამის გავლისა და ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობისას. ასე რომ, ამ მხრივაც, ჩვენთან თქვენ ნამდვილად საიმედო ხელში ხართ.