კომპანიის ბუღალტერს მეტისმეტად ბევრი ამოცანა აქვს გადასაჭრელი ყოველდღიურად იმისთვის, რომ საგადასახადო კანონმდებლობაც ზედმიწევნით იცოდეს, თვალი მიადევნოს ცვლილებებს და საგადასახადო საკითხებიც თავად გადაწყვიტოს. ჩვეულებრივ, მას ეს არც მოეთხოვება.

როგორც წესი, შეცდომების ალბათობის მინიმალიზაციისა და მისაღწევი შედეგების ოპტიმიზაციისათვის, საუკეთესო საშუალება ორი პროფესიონალის კომბინირებული მუშაობაა: ბუღალტრის და საგადასახადო აუდიტორის, რომელიც მას პერიოდულად გაუწევს კონსულტაციას საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით. მიზანი-საგადასახადო აღრიცხვის პოლიტიკის სისწორის შემოწმება, კოლაბორაციის შედეგი კი – საგადასახადო რისკების/მოსალოდნელი სანქციების მინიმალიზაცია.

ჩვენ გთავაზობთ პერიოდულ საგადასახადო კონსულტაციებს, რომელთა მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად გამოვიყენებთ არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნას, არამედ – ინფორმაციასაც შემოსავლების სამსახურის მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენმა პროფესიონალმა თანამშრომლებმა მრავალი წელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გაატარეს და საგადასახადო კანონმდებლობასაც და მიდგომებსაც ძალიან კარგად იცნობენ.