იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური თქვენს კომპანიაში საგადასახადო აუდიტს დანიშნავს, თქვენ ვეღარ შეძლებთ წარსული შეცდომების გამოსწორებას იმ პერიოდისთვის, რომელზეც შემოწმება დაინიშნა, რამაც შესაძლოა თქვენთვის სანქციების დაკისრება და კომპანიის რეპუტაციის შელახვა გამოიწვიოს. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, რომ თქვენი სავარაუდო შეცდომები, საგადასახადო რისკები, მრავალმხრივად ინტერპრეტირებადი საკითხები შემოწმების დაწყებამდე იცოდეთ და თავად გადაწყვიტოთ განახორციელებთ თუ არა ცვლილებებს. საგადასახადო აუდიტი, რომელსაც კომპანია TPsolution გთავაზობთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს მიერ განხორციელებულ ბიზნეს-ტრანზაქციებს და შევაფასებთ მათთან დაკავშრებულ მოსალოდნელ საგადასახადო შედეგებს.